საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4,8%-ით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი ნისლში
თბილისი ნისლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მთავარი მიზეზებია ტურიზმი და ექსპორტი.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2017 წლის დეკემბერში დარეგისტრირებული ეკონომიკური ზრდა ბევრად იყო განპირობებული საგარეო ვაჭრობის კუთხით გაუმჯობესებული მონაცემებით — საქონლის ექსპორტი გაიზარდა 50%-ით, ხოლო იმპორტი — 13%-ით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.

წინასწარი მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის დეკემბერში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეადგინა 4,7%, ხოლო 2017 წელს მთლიანობაში — 4,8%.

ბათუმის საზღვაო პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო ვაჭრობა: ქართული პროდუქციის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

მიქაბაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას რიგი ფაქტორები განაპირობებს, მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების ბრუნვის ზრდა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში, 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12,4%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3 611 ერთეულს გაუტოლდა, რაც 2,3%-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემთან შედარებით.

„2017 წლის დეკემბერში მშპ-ის მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: გადამამუშავებელი მრეწველობა — ზრდა 12,3%; უძრავი ქონება — ზრდა 11,6%; სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა — ზრდა 32,5%; საფინანსო საქმიანობა — ზრდა 20,6%", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკის ზრდაზე დადებითი ზეგავლენა იქონია მომსახურების ექსპორტის ზრდამ — გაიზარდა შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან.

ტურისტები თბილისობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
Google საქართველოში ტურიზმის განვითარებით კმაყოფილია

გაუმჯობესდა სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ზრდას უწყობს ხელს, მათ შორის, 14,7%-ით გაიზარდა ფულადი გადარიცხვების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 118,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რამაც ასევე პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე", — განაცხადა მიქაბაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით.

„ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში 2017 წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო დაგეგმილი, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პროგნოზი 4,5%-მდე გაზარდა, რადგან წლის დასაწყისიდან ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა.

EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველო კარგი ეკონომიკური მენეჯმენტისთვის შეაქო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-დან 4,3%-მდე გააუმჯობესა, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2017 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით პროგნოზი 3,9%-დან 4,5%-მდე გაზარდა.

EBRD-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება.

EBRD-ს მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა მაღალი საექპორტო მაჩვენებლებისა და მზარდი ტურიზმის ფონზე იზრდება. 2017 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ დაახლოებით 4,5%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც 2015-2016 წლებში ზრდა 3%-ზე დაბალი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0