თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ქართული პროდუქციის პოპულარობა იზრდება — 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ექსპორტი საქართველოდან 29,1%-ით გაიზარდა 2,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში საქართველოში აქტიურად და წარმატებით ვაჭრობენ — საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 13,8%-ით გაიზარდა და 10,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2017 წელს დაახლოებით 5,3 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც საგარეო ბრუნვის 49%-ია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის — „საქსტატის" მასალებში.
საქართველოს ექსპორტზე გააქვს
საქართველოს ექსპორტზე გააქვს საქონლის ფართო ასორტიმენტი — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა.
ექსპორტმა 2017 წელს, რეექსპორტის გაუთვალისწინებლად, დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემზე 24,5%-ით მეტია.
2017 წელს ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა 81,3%-ით, ღვინის — 50,6%-ით, სპილენძის მადნების — 34,4%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 41%-ით, მედიკამენტების — 31%-ით, სპირტიანი სასმელების — 38%-ით, მინერალური წყლების — 20%-ით.
საქართველოს მიერ საზღვარგარეთ გატანილი საქონლის ასორტიმენტი იზრდება — ქვეყნიდან ჯემების გატანა დაიწყეს. საანგარიშო პერიოდში 6,8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საექსპორტო პროდუქცია გაიტანეს.
საქართველოს შემოაქვს
საქართველოში იმპორტი ასევე გაიზარდა — 2017 წელს საიმპორტო პროდუქციის მოცულობა 9,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვა.
სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2017 წელს გაიზარდა 36,1%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 8%-ით, გამომთვლელი მანქანების — 56%-ით, სატელეფონო აპარატების — 16%-ით.
სავაჭრო პარტნიორები
საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2017 წელს რჩებიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 3,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,7%-ს შეადგენს.
პარტნიორი №1 — თურქეთი
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2017 წელს დაახლოებით 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო ბრუნვის 14,8%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, 2016 წელთან შედარებით, 4,1%-ით გაზიარდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ თურქეთში გაიტანა დაახლოებით 1,6 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, დაახლოებით 22 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 65,5 ათასი ტონა ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები და სხვა.
თურქეთიდან საქართველოში 2017 წელს შემოვიდა დაახლოებით 818 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 20 ათასი ტონა მილები შავი ლითონის კონსტრუქციები, დაახლოებით 9,6 ათასი ტონა სანიტარულ-ჰიგიენური პროდუქცია, ასევე 1,3 ათასზე მეტი ტონა მზა ტანსაცმელი.
პარტნიორი №2 — რუსეთი
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის იზრდება — 2017 წელს ბრუნვა ქვეყნებს შორის, 2016 წელთან შედარებით, 34,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთელი სავაჭრო ბრუნვის 11,1%-ს შეადგენს.
საქართველომ რუსეთს მიაწოდა დაახლოებით 300 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 67,3 ათას ტონაზე მეტი მინერალური და სასმელი წყალი. 6,6 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელები სპირტის კონცენტრაციით არანაკლებ 80%-სა, 2,7 ათას ტონაზე მეტი მსუბუქი ავტომობილები და დაახლოებით 36 ათასი ტონა ნატურალური ღვინო.
საქართველომ, თავის მხრივ, რუსეთისგან შეიძინა ნავთობი და ნავთობპროდუქტები – დაახლოებით 237,4 ათასი ტონა, ნავთობის გაზი და ნახშირწყალბადები საერთო წონით 105 ათასი ტონა, ასევე 512,3 ათასი ტონა ხორბალი; რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია ტელეფონის აპარატები — 76 ტონა.
პარტნიორი №3 — ჩინეთი
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან 939,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,8%–ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით, 31,3%–ით გაიზარდა.
საქართველოდან ჩინეთში გაიტანეს 130,5 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 5,4 ათასი ტონა ღვინო, ასევე დაახლოებით 154 ტონა მსუბუქი ავტომობილი.
საქართველო ასევე ვაჭრობს
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე არიან: აზერბაიჯანი — დაახლოებით 882 მლნ აშშ დოლარი, უკრაინა — დაახლოებით 570 მლნ დოლარი, სომხეთი — დაახლოებით 490 მლნ დოლარი, გერმანია — დაახლოებით 480 მლნ დოლარი, აშშ — დაახლოებით 390 მლნ დოლარი, ბულგარეთი — დაახლოებით 334,4 მლნ დოლარი, იტალია — დაახლოებით 287 მლნ დოლარი.
ქვეყნების ათეულში ასევე არიან: უკრაინა – 227,7 მლნ აშშ დოლარზე მეტი, სომხეთი – 223,5 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 184,6 მლნ აშშ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 154 მლნ აშშ დოლარამდე და იტალია – 134,4 მლნ აშშ დოლარზე მეტი.
საქართველო განაგრძობს წარმატებულ ვაჭრობას ევროკავშირის ქვეყნებთან – 2017 წელს სავაჭრო ბრუნვამ 2,8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 2%–ით მეტია. კერძოდ, ექსპორტმა შეადგინა 646,5 მლნ აშშ დოლარი – 13%–ით მეტი, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 2,2 მილიარდი დოლარი – 0,8%–ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 26,6%–ია.
რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს 2014 წელს ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს.
არანაკლებ წარმატებულია საქართველოს ვაჭრობა დსთ–ის ქვეყნებთან – 2017 წელს ვაჭრობამ 3,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 30,2%–ით მეტია. ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით 1,2 მლრდ აშშ დოლარი – 60%–ით მეტი 2016 წელთან შედარებით, ხოლო იმპორტმა დაახლოებით 2,4 მლრდ აშშ დოლარი – 19,2%–ით მეტი. დსთ–ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 33,1%–ია.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უფრო ადრე აღნიშნეს, ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის ზრდა, რომელსაც ხელი შეუწყო როგორც შიდა, ისე საგარეო დადებითმა ტენდენციებმა, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება.
ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება მიმდინარე და წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის — EFTA და დსთ-ის ქვეყნებთან. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ჰონგ-კონგთან.
გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.