საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობა დაიწყეს

© AFP 2024 / WANG ZHAOპეკინის ხედი
პეკინის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ამოქმედდა საქართველოსა და ჩინეთს შორის 2017 წლის მაისში პეკინში ხელმოწერილი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თანახმად, ჩინეთის ბაზარზე გადასახადების გარეშე შევა მთელი ქართული პროდუქცია, გარდა მარცვლეულის, ბრინჯის, ფქვილის, მათ შორის — კარტოფილის, ასევე შალეულის, თამბაქოს ნაწარმის, ხის ცალკეული სახეობებისა და ნაკეთობების, ქაღალდის, შპალერის, კონვერტების, მუყაოსა და სხვა ქაღალდის ნაკეთობებისა, წიგნებისა და ნოტების გამოკლებით.

რაც შეეხება საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობა არ შეეხება საქონლის ხორცის რიგ სახეობებს, ცხვრის ხორცს მთლიანად, კარტოფილს, არტიშოკს, ზეთისხილს, სიმინდს, ნუშს, კაკალს, წაბლს, კივის, ხურმას, გარგარს, ციტრუსებს, ჟოლოს, შაქარს, სპირტიან სასმელებს, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

საქართველო ჩინეთთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. 2017 წლის ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვამ 640,6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ჩინეთში გააქვთ სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სპირტიანი სასმელები და რა თქმა უნდა, ღვინო.

საქართველომ 2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა ჰონგ-კონგთან და მოლაპარაკებებს იწყებს ინდოეთთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0