საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი საქართველოდან თითქმის მესამედით გაიზარდა

© photo by press-service of Ministry of Agriculture of Georgiaექსპორტისთვის გამზადებული ატმის მოსავალი
ექსპორტისთვის გამზადებული ატმის მოსავალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის ზრდა, რომელსაც ხელი შეუწყო როგორც შიდა, ისე საგარეო დადებითმა ტენდენციებმა, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ექსპორტმა საქართველოდან 2017 წელს 2,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 29,1%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის — „საქსტატის" მასალებში.

გასულს წელს იმპორტი საქართველოში, წინასწარი მონაცემებით, 9,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 8 მლრდ დოლარი შეადგინა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 13,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 10,7 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2017 წელს დაახლოებით 5,3 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც საგარეო ბრუნვის 49%-ია.

ქართული ღვინო, ტკბილეულობა და ყურძენი - Sputnik საქართველო
საქართველომ 2017 წელს მევენახეობასა და ღვინის ექსპორტში რეკორდი დაამყარა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის ზრდა, რომელსაც ხელი შეუწყო როგორც შიდა, ისე საგარეო დადებითმა ტენდენციებმა, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება.

ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება მიმდინარე და წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის — EFTA და დსთ-ის ქვეყნებთან. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ჰონგ-კონგთან.

გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.

პეკინის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობა დაიწყეს

„ის, რომ ექსპორტი საქართველოდან იზრდება, ცხადია და ამას თავისი გარკვეული მიზეზები აქვს. უპირველესად ის, რომ საქართველოს ტრადიციული დარგები, რომლებსაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნია, პირველ რიგში, ღვინო, თანდათან აფართოებს იმ ქვეყნების სიას, რომლებშიც მისი ექსპორტი ხდება", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო სიმონიშვილმა.

მისი თქმით, ღვინომ პოპულარობა მოიპოვა სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის ჩინეთის დიდ ბაზარზე. ექსპორტი ჩინეთში დამაჯერებელი ტემპებით იზრდება.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა დიდი გარღვევა არ იქნება, რადგან ქვეყნის საბანკო სისტემა ამას ყველანაირად ეწინააღმდეგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0