საქართველომ 2017 წელს მევენახეობასა და ღვინის ექსპორტში რეკორდი დაამყარა

© photo: Sputnikქართული ღვინო, ტკბილეულობა და ყურძენი
ქართული ღვინო, ტკბილეულობა და ყურძენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. 2017 წელი რთველის მიმართულებით უპრეცედენტო იყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

2017 წლის რთველზე ქვეყნის მასშტაბით 130 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 10%-ით მეტია. ეს პირველი წელი იყო, როდესაც სახელმწიფოს ყურძნის შესყიდვა არ მოუწია, ვინაიდან კერძო სექტორმა მთელი მოსავალი აითვისა.

„უპრეცედენტო წელი იყო რთველის მიმართულებით და ჩვენ წელს პირველად გვქონდა რთველი, როდესაც, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ყურძნის მომყვანი ფერმერები და მეღვინეები შეთანხმდნენ ფასზე. ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად გამოვდივართ სუბსიდირებიდან.  ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი ძალიან წარმატებით ვითარდება და ჩვენ ამ დარგში სწორი პოლიტიკა განვახორციელეთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ტრიბუნა საგარეო უწყებაში - Sputnik საქართველო
უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და ღვინის ზეიმი - ჯანელიძე წლის მთავარ მოვლენებს ასახელებს

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა, რაჭა-ლეჩხუმში — 5,5 მილიონი ლარი.

საქართველოს სხვა რეგიონის მევენახეებმაც დიდი შემოსავლები მიიღეს.

„ასევე, რეკორდული წელი იყო ექსპორტის კუთხითაც — 70 მლნ ბოთლს გადააჭარბა ღვინის ექსპორტმა, რაც პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. დამეთანხმებით, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ძალიან სერიოზული წყარო. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ეს კიდევ არ არის პიკი და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ველით მომავალში“, — დასასრულს განაცხადა კვირიკაშვილმა.

ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ექსპორტირებულია დაახლოებით 43,9 მლნ ბოთლი ღვინო. შემდეგ მოდის უკრაინა და ჩინეთი.

ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების, აზიისა და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობის შედეგია.

ყველაზე პოპულარული საექსპორტო ღვინო ნახევრადტკბილი „ქინძმარაულია“. ასევე პოპულარულია წითელი მშრალი „მუკუზანი“, თეთრი მშრალი „წინანდალი“, წითელი ნახევრადტკბილი „ახაშენი“ და წითელი ნახევრადტკბილი „ხვანჭკარა“.


ყველა ახალი ამბავი
0