უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და ღვინის ზეიმი - ჯანელიძე წლის მთავარ მოვლენებს ასახელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliტრიბუნა საგარეო უწყებაში
ტრიბუნა საგარეო უწყებაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვეყნის პარლამენტში 2017 წლის მთავარ მოვლენებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.

„მსოფლიოს წინაშე საქართველოს, უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის, მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, წარმატებულ და რეფორმატორ თანამედროვე ქვეყნად წარმოჩენა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს", — განაცხადა ჯანელიძემ.

2017 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის მინისტრმა დაასახელა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება, 50-ზე მეტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი, ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გამოფენა — „საქართველო-ღვინის აკვანი".

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებში შედეგზეა ორიენტირებული

მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა, ევროკავშირთან ასოცირების ახალი განრიგი 2017-2020 წლებისთვის, პირველი შეხვედრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი დაფინანსება.

ჯანელიძემ აღნიშნა, რომ 2017 წელს ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომლებიც ქართულ მიწაზე მომავალი წლის მარტამდე დარჩება.

მიმდინარე წელს საქართველომ გააფორმა შეთანხმება თურქეთთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, შემუშავდა კულტურული დიპლომატიის სტრატეგია და სხვა მრავალი. საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი მასშტაბური ღონისძიებები.

რაც შეეხება უახლოესი წლების გეგმებს, ჯანელიძემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მონაწილეობა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით.

მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს და ამან მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც UNESCO-ს გადაწყვეტილებით, იუბილე შევიდა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში, რომლებიც აღინიშნება ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0