საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებში შედეგზეა ორიენტირებული

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვეყნის პარლამენტში 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა შეინარჩუნოს და გაზარდოს ქვეყნის მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

„წლევანდელი წელი უპრეცედენტოა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით, რაც ნათლად აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებში, განცხადებებში, ანგარიშებსა და გადაწყვეტილებებში", — განაცხადა ჯანელიძემ.

ტრიბუნა გამოსვლებისთვის საქართველოს საგარეო უწყებაში - Sputnik საქართველო
საქართველომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ტვირთების მონიტორინგის შეთანხმების ფარგლებში

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება. ესაა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის წარმართვის საფუძველზე ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბება და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა; კონფლიქტის შედეგად გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა და ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესით მიღებული სარგებლის საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლიბად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაზიარება.

ჯანელიძემ დეპუტატებს ამ მიმართულებებით მუშაობის შედეგები გააცნო: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევის მიზნით გაწეული აქტიური მუშაობა; უპრეცედენტო აქტიურობა გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში, სადაც 2008 წლის შემდგომ პირველად მოხდა მინისტრის დონეზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის განხილვა; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ პირველად მიიღო რეზოლუცია; ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებმა 2008 წლის შემდგომ საქართველოს საკითხზე პირველი დოკუმენტის მიიღეს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში.

გიორგი კვირიკაშვილი და დორის ლოიტჰარდი - Sputnik საქართველო
საქართველო მადლობელია შვეიცარიის დახმარებისათვის რუსეთთან დიალოგის დროს

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა მიაღწიოს შედეგს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 12-13 დეკემბერს გაიმართა. საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დროს განიხილეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები. თუმცა, შეთანხმებას მიაღწიეს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძებნის საკითხებში.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

 

ყველა ახალი ამბავი
0