საქართველო მადლობელია შვეიცარიის დახმარებისათვის რუსეთთან დიალოგის დროს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და დორის ლოიტჰარდი
გიორგი კვირიკაშვილი და დორის ლოიტჰარდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან დიპლომატიიური ურთიერთობები გაწყვიტა, შვეიცარია ქვეყნებს შორის შუამავლის როლს ასრულებს

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტ დორის ლოიტჰარდს გადაუხადა მადლობა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციებს ასრულებს, ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

შვეიცარიის პრეზიდენტი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით კვირას ეწვია. ლოიტჰარდმა ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ საქართველოს და მისი მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული თქვენ ასრულებთ კონფლიქტების პოლიტიკური გზით გადაჭრის პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას“, — მიმართა საქართველოს პრემიერმა შვეიცარიის პრეზიდენტს.

შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტები დორის ლოიტჰარტი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
შვეიცარია - ქართულ-რუსული ურთიერთობების შუამავალი

ლოიტჰარდმა აღნიშნა, რომ შვეიცარიისათვის დიდი პატივია ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის.

„როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, შვეიცარია დიდად აფასებს იმ მანდატს, რომლის ძალითაც ცდილობს, ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის. მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენი რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია. გისურვებთ წარმატებას. ამ ვიზიტის მიზანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება“, — აღნიშნა დორის ლოიტჰარდმა.

კვირიკაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების გეგმა, დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყნის მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მოხარულია ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდით.

მყინვარწვერი - Sputnik საქართველო
შვეიცარიამ 15 მლნ ევრო გამოყო საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისათვის

საქართველომ და შვეიცარიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, საფინანსო და ჰუმანიტარულ საკითხებში.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციებს 2009 წლიდან ასრულებს. თბილისში შცეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მოქმედებს. მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ფუნქციონირებს.


ყველა ახალი ამბავი
0