შვეიცარია - ქართულ-რუსული ურთიერთობების შუამავალი

© FB / Giorgi Margvelashviliშვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტები დორის ლოიტჰარტი და გიორგი მარგველაშვილი
შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტები დორის ლოიტჰარტი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვეიცარიის პრეზიდენტს გააცნეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნას ემსახურება

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტ დორის ლოიტჰარდს მისი ქვეყნის მნიშვნელოვანი როლის — რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შუამავლის როლისა და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ლოიტჰარდი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს კვირას ეწვია. პრეზიდენტის სასახლეში დახვედის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები გააცნეს, გაისმა ქვეყნების ჰიმნები, შემდეგ კი მარგველაშვილსა და ლოიტჰარდს შორის ორმხრივი შეხვერდა გაიმართა.

მყინვარწვერი - Sputnik საქართველო
შვეიცარიამ 15 მლნ ევრო გამოყო საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისათვის

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა განიხილეს ქართულ-შვეიცარიული ეკონომოკური ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისების შესაძლებლობები და შვეიცარიის ფინანსური დახმარების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში საქართველოში შვეიცარიის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 7,23 მილიონი დოლარი შეადგინა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი განვითარების პერსპექტივებს. მარგველაშვილმა გააცნო კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია და საგარეო და შიდა ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალ, სამართლიან და მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული. გატარებული რეფორმები კი საქართველოში მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატის შექმნას ემსახურება.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან წარმატებულად ვითარდება.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს საქართველოს გეგმები გააცნო

1998 წლიდან საქართველოსთვის შვეიცარიის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების მოცულობამ 110 მილიონი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა. ეს დახმარება უკავშირდება პროფესიული განათლების მოდერნიზაციას, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სწავლას, სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადგილობრივი და რეგიონული განვითარების მხარდაჭერას, სოფლის ეკონომიკის განვითარებას.

ლოიტჰარდი ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

საქართველომ და შვეიცარიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, საფინანსო და ჰუმანიტარულ საკითხებში.

თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ 2009 წლიდან შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციებს ასრულებს. თბილისში შცეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მოქმედებს. მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ფუნქციონირებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0