შვეიცარიამ 15 მლნ ევრო გამოყო საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისათვის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმყინვარწვერი
მყინვარწვერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებს შორის იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება განათლების, ეკონომიკის, ბიზნესისა და კულტურის სფეროებში.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. შვეიცარია დახმარებას უწევს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში, ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციების ჯამმა 15 მილიონი ევრო შეადგინა, ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მარკვალდერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე შეხვდება: საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს. 

„შვეიცარიამ 15 მილიონი ევროს ინვესტირება მოახდინა ბოლო წლებში სხვადასხვა რეგიონის განვითარებაში და იმედი გვაქვს, რომ ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ ამ სფეროს, არამედ, განათლებას, ეკონომიკას, ბიზნესს, კულტურას. ვიცი, რომ თქვენი ქვეყნისთვის კულტურაც უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროა“, — აღნიშნა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ.

შვეიცარიელთა დახმარებით წამოწყებული იქნა არა ერთი პროექტი საქართველოს მთიან რეგიონებში. „მოგეხსენებათ, შვეიცარიას აქვს უნიკალური გამოცდილება მსოფლიოში, თუ როგორ უნდა განვითარდეს მთიანი რეგიონები, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ყველა სიკეთე, რაც თანამედროვე სამყაროშია და ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანაშრომლობა», — თქვა უსუფაშვილმა. 

მარკვალდერი საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტი 6 სექტემბერს დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0