სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სულ უფრო ხშირად უჩივიან

© AP Photo / Christian Lutzადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლომ 358-დან 232 სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ მიუღებლად მიიჩნია

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2017 წელს საქართველოს წინააღმდეგ შესული სარჩელების რაოდენობამ 358-ს მიაღწია, ეს 19%-ით მეტია, ვიდრე 2016 წელს, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

ამასთან, 18%-ით გაიზარდა სარჩელების რაოდენობა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია — 358-დან 232. 12 საქმეზე გამოტანილია გადაწყვეტილება, რაც გასულ წელთან შედარებით 200%-ით მეტია.

ხმის დათვლა - Sputnik საქართველო
ოპოზიცია თბილისში არჩევნების გაყალბების ფაქტების დამტკიცებას სასამართლოს გზით აპირებს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 25 სარჩელზე საქართველოს მთავრობას პასუხები მოსთხოვა, რაც გასულ წელთან შედარებით სამჯერ ნაკლებია.

„აღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს, რომ, სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს შიგნით ეფექტურად არის შესაძლებელი და, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო არ არის საქმეების დამატებითი განხილვა ევროპულ სასამართლოში; ეს კი საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების რეზულტატია, რომელთა შედეგადაც მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და იძლევა უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას“, — ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ შეფასებით უკმაყოფილოა ოპოზიცია, რომელმაც ყურადღება სარჩელების გაზრდილ რაოდენობას მიაქცია. ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ მსგავსი სტატისტიკა მოწმობს იმას, რომ ადამიანები საქართველოში სამართლიანოაბას ვერ აღწევენ და იძულებულნი არიან სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. 

მაგალითისათვის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე მოჰყავთ. 2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციების სასამართლოების კვალდაკვალ გადაწყვიტა, ტელეკომპანიის წილები მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცეს. Rustavi2-ის საქმეზე სასამართლო განხილვა საქართველოში 2015 წელს დაიწყო.

მთელი ამ დროის განმავლობაში ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები, მომხრეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ საქმეში გარეულია ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ტელეარხის რედაქციის შეცვლა სურს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არხის იურისტებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, რომელმაც 2017 წლის მარტში გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" – შს ყოფილმა მინისტრმა სტრასბურგში საქმე მოიგო

„ადამიანები ადგილობრივ დონეზე ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას და რა თქმა უნდა, ამის თავი და თავი არის პრობლემები ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში და უშუალოდ სასამართლოში. „რუსთავი 2“-ის საქმე არის ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი იმისა თუ რაოდენ დიდი პრობლემები შეიძლება შეგექმნას, როდესაც საქმე გაქვს პოლიტიკურად მიკერძოებულ საქმესთან ჩვენს სასამართლოში“, — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა ტელეარხ Rustavi 2-ის ეთერში.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქმეების რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მთავრობას პასუხი მოსთხოვა, საქართველოში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბელგიაში (35), ხორვატიაში (93), საფრანგეთში (63), იტალიაში (1441), ლიტვაში (76), პოლონეთსა და რუმინეთში (თითო 495), სლოვაკეთში (47), ესპანეთში (52).


ყველა ახალი ამბავი
0