„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" – შს ყოფილმა მინისტრმა სტრასბურგში საქმე მოიგო

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრობაში ყოფნის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე ზეწოლა ხორციელდებოდა

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია.

საქმე ეხება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, რომელიც მერაბიშვილის საპატიმროდან მალულად გაყვანას ეხება, მაშინ ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს ორ ინსტანციაში დაამტკიცა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–18 მუხლი. 

აღნიშნულ საქმეში მოპასუხე მხარე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო. 

„მართლმსაჯულების“ ფიგურა ფრანქფურტში - Sputnik საქართველო
მერაბიშვილისა და ადეიშვილის განაჩენები ძალაში დარჩა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობის ვადა იმავე წლის 25 სექტემბრამდე გაუგრძელა.

მერაბიშვილის სიტყვებით, 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით იგი მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად წაიყვანეს, რომელიც თითქოს მუქარით ითხოვდა მერაბიშვილისაგან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმის გახსნაში დახმარებას და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების წარდგენას.

 „საქართველოს ექს–პრემიერის წინასწარი პატიმრობის თავდაპირველი მიზანი მოგვიანებით გაუმართლებლად იქნა გამოყენებული როგორც მასზე ზეწოლის საშუალება“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ცხრა მოსამართლემ დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგ წავიდა.

მანამდე, ვიდრე სტრასბურგის პირველი გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ჩაატარა, რომელმაც დარღვევა ვერ აღმოაჩინა. 

бывший глава МВД Грузии Вано Мерабишвили - Sputnik საქართველო
ვანო მერაბიშვილი კავკასიური ცარცის წრეში ანუ როდის გაათავისუფლებენ ყოფილ პრემიერს
 მერაბიშვილის სასამართლოში გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ოთარ კახიძემ, რომელიც ქართულ სასამართლოში მერაბიშვილის უფლებებს იცავდა.

„სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა, ეს არის ცნობილი მუხლი, რომლითაც სტრასბურგში ცნობილი პოლიტიკური პატიმრების — იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეები მიდიოდა.  და მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, თუ სურთ რომ მოახდინონ ზიანის მინიმიზება, რომელიც მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რაც მათ მიიღეს მერაბიშვილის დაპატიმრებით, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე“, — განაცხადა კახიძემ ბრიფინგზე.

ამ დროისთვის მერაბიშვილი სასჯელს ო სისხლის სამართლის ოთხ  საქმესთან დაკავშირებით იხდის. საუბარი ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0