არის თუ არა ჩვენი კანონმდებლობა რეალობას მორგებული და რატომ არ ვართ კანონმორჩილები?

© Sputnik / Levan Avlabreliგია მეფარიშვილი
გია მეფარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია მეფარიშვილი-იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი, სისხლის სამართლის დოქტორი, პროფესორი, კონსტიტუციონალისტი. ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი ავტორი გახლდათ.

მუშაობდა სხვადასხვა ოფიციალურ პოზიციებზე: იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს გენერალური პროკურორი, დღეს ბატონი გია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ჩვენ დავუკავშირდით მას, რათა მკითხველისთვის საინტერესო იურიდიულ საკითხების შესახებ მისი აზრი გაგვეგო და მის განვლილ პროფესიული საქმიანობაზე გვესაუბრა.

- ბატონო გია, რატომ აირჩიეთ იურისტის პროფესია და რა გზა გაიარეთ იმ არჩევანიდან დღემდე?

— დავიბადე და გავიზარდე მაიაკოვსკის რაიონში, სადაც საშუალო სკოლაც დავამთავრე. მერე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. რაც შეეხება იმას, თუ  რამ განაპირობა ეს არჩევანი, გეტყვით, რომ ბავშვურმა რომანტიკამ… საკმაოდ ბევრს ვკითხულობდი და თანაც, ჩემი უფროსი ძმა იურიდიულზე სწავლობდა და მე მისი წიგნებით ვსარგებლობდი. მოწოდებით ჰუმანიტარი ვიყავი და მეორე კურსზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეცნიერებაში დავრჩებოდი და პრაქტიკულ მოღვაწეობას აღარ გავაგრძელებდი. უმაღლესის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ლაბორანტად ვიმუშავე, რის შემდეგაც მოსკოვში გავემგზავრე.

საქართველოს კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
რას არ წაიკითხავ... რას არ გაიგებ... ანუ მათთვის, ვისაც არ სჯერა!

- ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც თქვენს პროფესიულ ზრდაზე გავლენა იქონია?

— 1988 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, რომლის ხელმძღვანელი აწ გარდაცვლილი, რუსეთის დამსახურებული იურისტი, პროფესორი იგორ პეტრუხინი იყო. ეს კაცი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფას მოგონებად დარჩა. ეს იყო განუმეორებელი ურთიერთობა, რაც კი შეიძლება შეგირდსა და მასწავლებელს შორის არსებობდეს.

- თბილისში ჩამოსვლის შემდეგ თქვენ გაიარეთ გზა მასწავლებლიდან პროფესორამდე…

— დიახ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ხანი ვიყავი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ იყო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც გავიარე გზა მასწავლებლიდან პროფესორამდე. 2008 წლამდე უნივერსიტეტის თანამშრომელი ვიყავი. შემდეგ სხვა რამდენიმე უნივერსიტეტშიც ვიმუშავე. ახლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და რამდენიმე უმაღლესში ლექციებს ვკითხულობ. მოკლედ საკმაოდ დატვირთული ვარ.

ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ევროპელებს სურთ, თავად გადაწყვიტონ – ვინ მიიღონ ევროკავშირში

- ბატონო გია, თქვენ ამ სფეროში წარმატებული პრაქტიკოსიც ხართ…

— პრაქტიკაში წასვლას ნამდვილად არ ვაპირებდი, რადგან რატომღაც ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ამის გაკეთება საჭირო არ იყო, მაგრამ ჩემი უფროსი მეგობრების დაჟინებული თხოვნით ეს მაინც მოხდა. 1996 წელს, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ახალი შექმნილი იყო, დამარწმუნეს, რომ იქ მუშაობის თანხმობა უნდა მიმეცა. ამიტომ გავხდი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, შემდეგ კი თავმჯდომარის მოადგილე და ცნობილი, მეორე კოლეგიის  თავმჯდომარე.

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი კანონმდებლობის შექმნის აუცილებლობა შეიქმნა და ამ ისტორიულ პერიოდის მონაწილე თქვენც იყავით…

— უცნაური დრო იყო, ერთ დღესაც გავიღვიძეთ და საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა… დაისვა კითხვა: რომელი კანონებით იმართებოდა ქვეყანა?— ამ დროს საქართველოში სხვადასხვა ჯგუფებს შორის საშინელი დაპირისპირება იყო. მანამდე სამ წელზე მეტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ ვიმუშავე და შემდეგ ბატონ ედუარდ შევარდნაძის დაჟინებული თხოვნით და ახალგაზრდა რეფორმატორების სურვილით საქართველოს პარლამენტში ჩემი გადაყვანა მოხდა. დღეს მიმაჩნია, რომ ის ორწლიანი მოღვაწეობა იდეალური იყო, იმიტომ, რომ ჩემი მოწოდება მაინც კანონშემოქმედებაა და იქ საშუალება მქონდა უშუალოდ ამით დავკავებულიყავი. მაშინ ყველას გვქონდა წარმოდგენა, რომ ახალ სახელმწიფოს ვაშენებდით და დარწმუნებული ვიყავით, ეს უნდა გაგვეკეთებინა. ამაში საკმაოდ დიდ დახმარებას გვიწევდა ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც აინტერესებდა ახალი დარგები და ახალი მიმართულებები, უცხოელებთან კონტაქტები და მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, რასაც დღეს ბევრი ფაქტიურად ივიწყებს. სამართლებრივი ბაზის შექმნაში დიდი როლი თედო ნინიძემ ითამაშა.

პატიმარი საკანში - Sputnik საქართველო
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთი წლით გადაიდო

- ბატონო გია, გავრცელებული აზრით, საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა ქართულ რეალობას მორგებული არ არის. რატომ?

— დღეს ამ სფეროში ახალ ამერიკას ვერ აღმოვაჩენთ, ეს წარმოუდგენელია. იმისთვის, რომ კანონშემოქმედებითი საქმიანობა განხორციელდეს, მას ორი ძირითადი პირობა სჭირდება: პირველი —სამართალმცოდნეობის კარგი ცოდნაა და მეორე —იურიდიული მეცნიერების მიღწევებია. ეს ორივე კომპონენტი აუცილებელია. დღეს იურიდიული მეცნიერება მივიწყებულია და ნაკლებად ფინანსდება. რომ იტყვიან, სულს ღაფავს. სამართლის ინსტიტუტში ცუდი სიტუაციაა, ხელფასები ძალიან მცირეა. აუცილებელია, რომ ჩვენში გახსნილი ყოფილიყო სპეციალური კვლევით ინსტიტუტი, რომელიც კანონშემოქმედებითი საქმიანობით იქნებოდა დაკავებული. იმდროინდელმა ხელმძღვანელებმა კი ამისგან რატომღაც თავი შეიკავეს. თუკი მსგავსი ინსტიტუტი გაიხსნება და კანონშემოქმედებითი საქმიანობა იქნება მეცნიერულ საფუძველზე დაყენებული, ის უხერხულობები, რაც კითხვაში დამისვით, ნაკლებად იარსებებს.

- ბატონო გია, მაინც რომელია ყველაზე ამორფული და შეუსაბამო კანონი?

— ასეთი ბევრია… მე მაგალითად მიმაჩნია, როცა გამოცხადდა ე.წ. მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა (ანუ „ნულოვანი ტოლერანტობა“ და „ყველანი ციხეში“), ამას მოჰყვა ის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს. იგი იმდენად გააპარტახეს, რომ შემდეგ იძულებული გახდნენ, მიეღოთ ახალი საპროცესო კოდექსი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან ხშირად მოდის წინააღმდეგობაში. ასეთი შეცდომა ძალიან ბევრი შეიძლება რომ მოხდეს. მთავარი ისაა, რომ მომავალ თაობას, რომელიც 2012 წლის მერე მოვიდა, ეს შეცდომები უნდა გაესწორებინა და ქვეყნის უმაღლეს კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა და არც დღეს ხდება. დღეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ურთულეს მდგომარეობაშია და იგი საქართველოს კონსტიტუციის მთელ რიგ მუხლებთან წინააღმდეგობაშია. იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს განვითარების არც ერთ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობა იდეალური არ ყოფილა.

ანა დოლიძე - Sputnik საქართველო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე დაინიშნა

- გამოსავალს რაში ხედავთ?

— ეს საკითხი მეცნიერულად უნდა იყოს შესწავლილი და მონაცემები რეალურად გამოყენებული. საამისოდ ერთადერთი გზა კი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გახსნაა. მასში იქნება დაახლოებით ას კაცამდე თანამშრომელი, რომლებიც საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურებიდან შემოსულ დაკვეთას შეასრულებენ.

- ცნობილია, რომ ქართველი კანონმორჩილი მოქალაქე არ არის, ეს მენტალობიდან გამომდინარეა, თუ..?

— ამას კანონის პატივისცემა ჰქვია, რაც ერთ-ერთი საინტერესო ფენომენია. სხვათა შორის, ადრე, როცა კომუნისტების დროს „ბნელი და უკუნი“ იყო, სპეციალური გამოკვლევები ტარდებოდა. ამ მხრივ სერიოზულად მუშაობდა პროფესორ ანზორ გაბიანის ლაბორატორია, რომელიც იკვლევდა იმას, თუ როგორი იყო კანონის პატივისცემის სინდრომი და ამის მიზეზები. ქართული კანონმდებლობა არ არის მორგებული იმ კონკრეტულ სიტუაციებზე, რომლებიც საქართველოშია. არ არის სრულად გათვალისწინებული მისი დადებითი მხარეები, პრაქტიკულად ძალიან ხშირად უცხოურიდან „გადმომღერებულია“.

- უცხოურში ევროპულს გულისხმობთ?

— არა, ახლა ევროპული დავივიწყეთ და ამერიკისკენ გვაქვს გეზი აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისტემები აბსოლუტურად განსხვავებულია და ამან ძალიან სერიოზული აღრევა გამოიწვია.

- ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელი და ქართველი  ერთნაირ კანონს ვერ დაემორჩილება…

— არა, ვერ დაემორჩილება. არავითარ შემთხვევაში, როცა კანონი იქმნება, ის საზოგადოებრივი ცხოვრების დონეს, ეროვნულ მენტალიტეტს და ყველა იმ პირობას უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც საქათველოში ტრადიციებისა თუ სხვადასხვა სახითაა წარმოდგენილი. წარმოუდგენელია, რომ, პირობითად, შვეიცარულმა კანონმდებლობამ დადებითად იმუშაოს საქართველოში, ეს არ მოხდება. მოხდა ის, რომ ძირითადში, ზოგადი გამოცდილება ავიღეთ. ამ სფეროში ახალ ამერიკას ვერ აღმოვაჩენთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი კანონმდებლობა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს…

 

ყველა ახალი ამბავი
0