თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, იტალიელების (66%), გერმანელების (63%) და ფრანგების (63%) აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში სხვა ქვეყნების ასოცირების საკითხის* საერთო რეფერენდუმის გზით გადაჭრა სურს.
გამოკითხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის კვლევითმა კომპანიებმა Populus-მა და Ifop-მა ჩაატარეს. ევროკავშირში უკრაინის ასოციირების საკითხთან დაკავშირებით ნიდერლანდებში რეფერენდუმი 6 აპრილს გაიმართება.
„Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში სხვა ქვეყნების ასოცირების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვას ყველაზე აქტიურად მხარს იტალიელები უჭერენ: მოსახლეობის 66%-ს ევროკავშირში „ახალბედების“ მიღების საკითხის გარკვევა რეფერენდუმის გზით სურს. ამ მოსაზრებას ემხრობა გერმანიისა და საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობაც — თითოეულ ქვეყანაში 63%. რეფერენდუმის გამართვის მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია რეფერენდუმის მომხრეთა მაჩვენებელზე — 23% (გერმანია), 20% (საფრანგეთი) და 18% (იტალია). ბრიტანელების მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიყო — შედარებით მაღალია მოსახლეობის იმ ნაწილის პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ემხრობიან იმას, რომ ევროკავშირში მესამე ქვეყნების გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა — 43%. ამასთან, მაღალია მათი წილიც, ვინც არ იცის, აუცილებელია თუ არა ამ პროცესში აქტიურად ჩართვა — ბრიტანელების 40%-მა დასმულ კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გასცა.
გამოკითხვა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 4-9 მარტს ჩაატარა, რომელშიც 1085-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო გერმანიაში (1002 ადამიანი), იტალიასა (994 ადამიანი) და საფრანგეთში (1005 ადამიანი) კი 2016 წლის 8-10 მარტს კომპანია Ifop-მა.
Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისო რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.
„Sputnik.მნენიას“ სხვა კვლევები:
http://sputniknews.com/trend/sputnik_polls_2016/
*უკრაინასა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირთან როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, ისე თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, უკრაინამ ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ქვეყნის ეკონომიკა და კანონმდებლობა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასოცირების შეთანხმება აუცილებელი ნაბიჯია.