რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას?

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისელები პეკინის ქუჩაზე
თბილისელები პეკინის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
NDI-მ გამოარკვია, რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და როგორია მათი დამოკიდებულება მთავრობის მუშაობის მიმართ

აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში განწყობების მორიგი კვლევა ჩაატარა და გამოარკვია, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით 2 298 მოქალაქე გამოიკითხა, მათ შორის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობაც. გამოკითხვის ცდომილებამ +/- 1,9% შეადგინა.

NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრს 2010 წლიდან სწავლობს. გამოკითხვა NDI-ს დაკვეთით ჩაატარა ქართულმა არასაამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (СRRС), ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამა UK Aid Direct-ის ფაგრლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობა უწევდა.

სამხედრო წვრთნები ლენინგრადის ოლქში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა რუსეთს სამხედრო ძალის კუთხით აშშ-ზე ძლიერად მიიჩნევს

მოსახლეობის პრობლემები

გამოკითხულთა აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს წარმოადგენს სამუშაო ადგილები (54%), ფასების ზრდა/ინფლაცია (35%) და სიღარიბე (30%). ყველაზე ნაკლებად მოსახლეობას აწუხებს მედიის თავისუფლოება (1%), უმცირესობების პრობლემები (1%) და პატიმრები (0%).

NDI-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, 2009 წლიდან არ შეცვლილა.

სამუშაო ადგილებზე საუბრისას, გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 37% — უმუშევრად და ძებნაში მყოფად. გამოკითხულთა მეოთხედი პენსიონრებია, რომლებიც სამსახურს არ ეძებენ, 13% — დიასახლისებია. უმუშევრები, რომლებიც სამსახურს არ ეძებენ, 7%-ს შეადგენენ.

რესპონდენტებს სთხოვეს დაესახელებინათ გასულ თვეში ოჯახის შემოსავლები და ხარჯები. გაირკვა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს 800 ლარს არ აღემატება. კერძოდ, 301-500 ლარი — ეს არის შემოსავლები 21%-თვის და ხარჯები 22%-სთვის, 181-300 ლარი — ეს არის შემოსავლები 17%-თვის და ხარჯები 18%-სთვის, ხოლო 501-800 ლარის ოდენობით შემოსავლები ან ხარჯები გამოკითხულთა 15%-ს ჰქონდა.

იმის შესახებ, რომ გასულ თვეში შემოსავლებმა ან ხარჯებმა 1800 ლარს გადააჭარბა, გამოკითხულთა 3%-მა განაცხადა.

შეკითხვაზე „რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება კეთილმოწყობა-ინფრასტრუქტურას, რომელიც თქვენს ქალაქ/სოფელს აწუხებს?“ რესპონდენტები ძირითადად პასუხობდნენ: გზების პრობლემა (33%), გარემოს დაბინძურება (23%) და წყალმომარაგების პრობლემა (22%).

თბილისელებმა მთავარ პრობლემებად დაასახელეს გარემოს დაბინძურება (42%), საგზაო მოძრაობა (34%) და საზოგადოებრივი ტრანსპორტი (33%). შემდეგ მოდის პარკინგის (26%) და გამწვანების (24%) პრობლემა.

„გარემოს დაბინძურება 2015 წლის კვლევაშიც თბილისელების მთავარ პრობლემად დასახელდა. თუმცა, საგზაო მოძრაობის, პარკინგისა და გამწვანების მაჩვენებლები გაიზარდა“, — ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქმემ სააკაშვილის პიჯაკებზე საქართველოს იმიჯი შელახა

მთავრობის კურსი

რესპონდენტთა უმრავლესობა (53%) საქართველოს მთავრობის მუშაობას საშუალო დონეზე აფასებს. უკმაყოფილოა 32%, ხოლო 13% მას კარგად აფასებს.

რესპონდენტთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 32%-თვის საქართველო საერთოდ არ იცველბა, მხოლოდ 26% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ კურსს, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა იზრდება იმათი რიცხვი, ვინც ევრაზიულ კავშირში ქვეყნის შესვლის მომხრეა.

რესპონდენტებს შესთავაზეს აერჩიათ ერთ-ერთი მტკიცებულება: „საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რომელიც დასავლეთ ქვეყნებმა დააფუძნეს“ და „საქართველო უნდა გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი, რომელიც რუსეთის ფედერაციის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ არის შექმნილი“. პირველ ვარიანტს მიემხრო გამოკითხულთა 60%, მეორეს — 29%.

შედარებისთვის, 2015 წლის ბოლოს ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრე გამოკითხულთა 24% იყო.

ადგილობრივი ხელისუფლება და არჩევნები

ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მუშაობაში ცვლილებების მოსახლეობას ძირითადად არ სჯერა. რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ 2017 წელს ქალაქებისა და რაიონების არჩეული მერიები და საკრებულეობი მათი წინამორბედების მსგავსად იმუშავებენ.

გამოკითხულთა 34%-ს მერიებისა და საკრებულეობის უკეთესი მუშაობის მოლოდინი აქვს, 12% კი სიტუაციის გაუარესებას ელის.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, „ოცნება“ ისევ მოდაშია!..

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩევლების უმრავლესობამ (59%) საკუთარი არჩევანი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გააკეთა, ანუ 2017 წლის აგვისტომდე, 27%-მა — საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო 13%-მა — არჩევნების დღეს.

არჩევნებში მონაწილეობის მიზეზად გამოკითხულთა 59%-მა სამოქალაქო ვალი დაასახელა.

იმაში, რომ ხმები სწორად დაითვალეს, ნაწილობრივ დარწმუნებულია გამოკითხულთა 35%. ნეკლებად დარწმუნებულია 19%, სრულიად დარწმუნებულია 18%, საერთოდ არ არის დარწმუნებული 11%.

გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლები — 49% არჩევნების შედეგებით ნაწილობრივ არის კმაყოფილი, 19% — ძალიან კმაყოფილია. ნაწილობრივ უკმაყოფილოა 15%, მთლიანად უკმაყოფილო — 10%.

დამოკიდებულება ტელევიზიების მიმართ

ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო საქართველოში ტელევიზიაა. გამოკითხულთა 72% ახალ ამბებს სწორედ ტელევიზიიდან იგებს და მას პირველწყაროდ მიიჩნევს. გაცილებით ნაკლები რაოდენობა (21%) ინფრომაციისთვის ინტერნეტს მიმართავს, კერძოდ სოციალურ ქსელ Facebook-ს.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სხვა მოვლენების შესახებ ინფორმაციას გამოკითხულთა 61% იღებს ტელევიზიის საშუალებით, 33% — ინტერნეტიდან.

ამასთან გამოკითხულთა 60% ეთანხმება მტკიცებულებას, რომ ქართული ტელეარხები ხშირად დეზინფორმაციას ავრცელებენ, საწინააღმდეგო აზრს 21% იზიარებს.

ინტერნეტ-მედიის მიმართ უნდობლობა გამოკითხულთა 51%-მა გამოხატა.

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა ორ ქართულ ტელეარხს ენდობა — „იმედს“(Imedi) და „რუსთავი 2“-ს (Rustavi2). ასე მიიჩნევს რესპონდენტთა 46%. 19%-მა კი განაცხადა, რომ ჩამონათვალში წარმოდგენილ არცერთ ტელეარხს არ ენდობა.

ყველა ახალი ამბავი
0