თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა რუსეთს სამხედრო ძალის კუთხით აშშ-ზე ძლიერად მიიჩნევს, აჩვენა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვამ.
ასეთ თვალსაზრისს გამოკითხულთა 41% იზიარებს. იმ აზრს, რომ აშშ რუსეთს სამხედრო ძალით ჯობნის, რესპონდენტთა 36% იზიარებს. და მხოლოდ რესპონდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა თანაბრად ძლიერია.
შეკითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 8%-ს გაუჭირდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2 298 მოქალაქე, მათ შორის იყვნენ საქართველოს სომხურენოვანი და აზერბაიჯანურენოვანი მოქალაქეებიც. გამოკითხვის ცდომილებამ +/- 1,9% შეადგინა.
NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრს 2010 წლიდან სწავლობს. გამოკითხვა NDI-ს დაკვეთით ჩაატარა ქართულმა არასაამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (СRRС), ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამა UK Aid Direct-ის ფაგრლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობა უწევდა.