გადაწყდა: აშშ საქართველოს Javelin-ის სარაკეტო კომპლექსებს მიჰყიდის

გამოწერა
აშშ-მ საქართველოსთვის Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის 75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვას, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტში.

თბილისმა ვაშინგტონს წინადადებით მიმართა, მიეყიდა Javelin-ის ტიპის 410 რაკეტა და 72 მართვადი გამშვები დანადგარი, მათ შორის, ორი მართვადი გამშვები ბლოკი.

„ჩვენ მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შეძენის მხრივ. 29 მარტს მე წერილობით მივმართე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. თქვენ გადაწყვეტილების შესახებ ნოემბერში გაიგეთ, როდესაც უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. მინდა ამ დარბაზში პირველად განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა", — განაცხადა იზორიამ.

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექსების მიყიდვას, რუსეთმა უკმაყოფილება გამოთქვა. რუსეთმა მსგავსი სახის სამხედრო დახმარება შეაფასა როგორც „რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ" თბილისის წაქეზება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებების პირველი დღე შეაჯამა

ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების თემა გახდა ჟენევის დისკუსიის დროს უთანხმოების ერთ-ერთი საკითხი.

მოგვიანებით იზორიამ განმარტა, რომ სარაკეტო კომპლექსები საქართველოს თავდაცვისთვის სჭირდება და არა ვინმეზე თავდასხმისთვის.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა თბილისის ინიციატივით, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების საპასუხოდ.

ყველა ახალი ამბავი
0