საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებების პირველი დღე შეაჯამა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის დისკუსიის ფარგლებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ოთხშაბათს გაიმართება.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის პირველ დღეს გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან და აგრეთვე აშშ-ის წარმომადგენლებთან, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველი დღის ფარგლებში ქართულმა მხარემ წინ წამოსწია საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველებისადმი დამოკიდებულების საკითხი, მათ შორის, სოფელ ერედვში იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი სახლების განადგურება.

„პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - Sputnik საქართველო
„პატრიოტები" სოხუმსა და ცხინვალში ჩასვლას გეგმავენ

განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო ასევე გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა. ოფიციალური თბილისის მონაცემებით, მათ უცხოელებად დარეგისტრირებას აიძულებენ.

„ამით უხეშად ლახავენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, საკუთრებაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე, განათლების მშობლიურ ენაზე მიღებასა და ჯანდაცვაზე", — განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აღინიშნა, რომ ზემოხსენებულმა უკანონო ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს დარჩენილი ქართველების გამოდევნა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

აღნიშნულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების წვდომის აუცილებლობაზე.

გარდა ამისა, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან დეტალურად განიხილეს 11 ოქტომბერს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

ყველა ახალი ამბავი
0