პრეზიდენტი: საქმემ სააკაშვილის პიჯაკებზე საქართველოს იმიჯი შელახა

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ ვიზიტების დროს მას მიხეილ სააკაშვილი პიჯაკების შესახებ კითხვებზე პასუხი უწევდა

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაფლანგვის საქმე, რომელშიც ძვირფასი პიჯაკები ფიგურირებდა, ქვეყნის იმიჯსა და ექს-ჩინოვნიკების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებზე აისახა.

სააკაშვილს სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ბრალი 2014 წელს წაუყენეს. ამ სიაშია ლონდონში 28,6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პიჯაკებისა და ქაშმირის სპორტული პალტოს, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმლის ყიდვა. სააკაშვილის ყველა ხარჯი, გრიფი „საიდუმლოს" მოხსნის შემდეგ გამოქვეყნდა.

„ამ გრიფის მოხსნის მერე მოხდა ის, რომ ეს, ასე ვთქვათ სკანდალური საბუთები აფრიალდა ეთერში და ცოტა ხანში მე მართლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი არაერთ მაღალი დონის შეხვედრაზე. მეკითხებოდნენ, სერიოზულად ამაზე ასამართლებთ პრეზიდენტს?" — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ბევრი მაღალჩინოსანი ამოიღეს.

„გრიფის მოხსნის შემდეგ, რაც მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს ხუთი პიჯაკის გულისთვის ვიჭერთ, მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მიცემა მართლმსაჯულებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, ადეიშვილი (იუსტიციის ყოფილი მინისტრი). მათ დაინახეს სტანდარტი და ქართული მართლმსაჯულების იმიჯი შეირყა. რატომ მოხსნეს ადეიშვილი ძებნიდან? იმიტომ, რომ დაინახეს ეს პოლიტიკური სტანდარტი", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო სააკაშვილის საქმეში ორმაგი სტანდარტების ტყვეობაში აღმოჩნდა.

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური რეალობა ადამიანების ტვინებში უცნაურ დეფორმაციას განიცდის. მე არ მომწონდა სააკაშვილი იმიტომ, რომ ტელევიზიები შტურმით იღებოდა, მიტინგის შემდეგ ქუჩაში რჩებოდა გარდაცვლილი ხალხი და არ მომწონდა იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი ციხეში იჯდა. მე მერე ჩავდივარ ევროპაში და მეკითხებიან: ოპოზიციაში რატომ იყავით? პიჯაკები ან სუში არასწორად იყიდა პრეზიდენტმა?", — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი სარგებლობისთვის სახელმწოფო სახსრებიდან 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის ჩათვლით. ამჟამად სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0