საქართველოში გათავისუფლებული საჯარო მოხელეები სახელმწიფოს მილიონები დაუჯდა

© AP Photo / Reinhold HuegerichФигура "Правосудие" украшает фонтан перед Ратушной Ремер во Франкфурте-на-Майне. Аллегория правосудия символизирует справедливость, законность и справедливый суд
Фигура Правосудие украшает фонтан перед Ратушной Ремер во Франкфурте-на-Майне. Аллегория правосудия символизирует справедливость, законность и справедливый суд - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჩინოვნიკებს აფრთხილებს, რომ სახელმწიფო სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლება ქვეყნის ბიუჯეტზე აისახება

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik.  2017 წლის განმავლობაში სამსახურებიდან გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად კომპენსაციის სახით მილიონები მიიღეს, მათგან არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  წყალობით 568,6 ათას ლარზე მეტი, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის Facebook–გვერდზე.  

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
სახელმწიფო შესყიდვების სისტემა საქართველოში: დარღვევები და რეკომენდაციები

 „სახელმწიფო მოხელეების მიერ მიღებული თითოეული არაკანონიერი გადაწყვეტილება შემდგომში კონკრეტულ თანხებში აისახება და ბიუჯეტს კონკრეტულ ზიანს აყენებს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც გადაწყვეტილებას სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ღებულობენ, როდესაც ისინი უკანონოდ ათავისუფლებენ კონკრეტულ ადამიანებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება ეს ადამიანები სასამართლოში წავიდნენ და მიიღონ კომპენსაცია, რომელიც საკმაოდ დიდ თანხაში გამოიხატება“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა ტელეკომპანია  Rustavi2–ის ეთერში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტების ასოციაციის“ იურისტებმა ასობით საქმე მოიგეს. მათი სიტყვებით, უკანონო გათავისუფლებების მთავარი მოტივი პოლიტიკური შეხედულებებია.

უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევები ყველაზე ხშირად ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებში, ასევე იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებში ფიქსირდება. მაგალითად, 2017 წელს სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული ერთ–ერთი თანამშრომლისთვის  100 ათას ლარზე მეტის გადახდა მოუწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0