სახელმწიფო შესყიდვების სისტემა საქართველოში: დარღვევები და რეკომენდაციები

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის წინადადებით გამოდის

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" სახელმწიფო უწყებების შესყიდვების სისტემაში პრობლემები აღმოაჩინა და წარმოადგინა რეკომენდაციები მისი გაუმჯობესების მიზნით.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდის სახელმწიფო უწყებების ტენდერებისა და სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი. ტენდერები და სახელმწიფო შესყიდვები მომსახურებისა და პროდუქციის შესყიდვების ყველაზე პოპულარული ფორმაა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის.

შოკოლადი - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს-მ 100 ტონაზე მეტი შოკოლადის შეძენის მიზეზი ახსნა

ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა ტენდერების მიხედვით დადეს 6,1 მილიარდი ლარის ღირებულების 66,6 ათასი შეთანხმება. ამ თანხიდან 1,36 მილიარდი ლარის შეთანხმებები გაფორმდა 31 კომპანიასთან.

გარდა ამისა, 2,86 მილიარდი ლარის ოდენობის შეთანხმებები დაიდო გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აქედან 1,1 მილიარდი ლარის ოდენობის შეთანხმებები ათ მსხვილ მომწოდებელთან გაფორმდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ამასთან, აღნიშნავს, რომ შეინიშნება გამარტივებული შესყიდვების ზრდის ტენდენცია.

ანალიზის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაცია შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებით მიმართავს.

„სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში ბევრი პროგრესული ცვლილება შევიდა, თუმცა გასათვალისწინებელი რჩება რიგი რეკომენდაციები, მათ შორის გამარტივებული შესყიდვის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის", — ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ქართულ კომპანიებს შეუძლიათ, ავღანეთში სახელმწიფო შესყიდვებში ჩაერთონ

ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის წინადადებით, კანონმდებლობაში შევიდეს ცნება ფორს-მაჟორი და დაწესდეს სანქციები იმ შემთხვევებში, როდესაც მყიდველი ვერ ასაბუთებს შესყიდვის აუცილებლობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" მიიჩნევს, რომ სააგენტომ უნდა შეისწავლოს ის ის შემსყიდველები, რომლებიც ჩაშლილი ტენდერების მაღალი წილით გამოირჩევნიან. ორნახევარ წელიწადში ჩაშლილი ტენდერების წილმა საერთო რაოდენობის 1% შეადგინა.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის წინადადებით, შეისწავლონ დაბალკონკურენტული ტენდერები და დაინტერესდეს იმ სახელმწიფო დაწესებულებებით, რომელთაც არც ერთხელ არ უსარგებლიათ ტენდერებით, ან ხშირად იყენებენ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების ფორმას.

 

ყველა ახალი ამბავი
0