საქართველოს შსს-მ 100 ტონაზე მეტი შოკოლადის შეძენის მიზეზი ახსნა

© Fotolia / Kibokaშოკოლადი
შოკოლადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-მ სამხედროების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის შოკოლადთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს უწყების მიზანმიმართული დისკრიმინაცია უწოდა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების მიერ 100 ტონაზე მეტი შოკოლადის შეძენასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს მიუღებლად მიიჩნევს.

მასმედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 თებერვალს საქართველოს შსს-მ გამოაცხადა ტენდერი 104 260 კილოგრამი შოკოლადისა და 125 ტონა კარამელის კანფეტის შესყიდვის თაობაზე. შესყიდვის შეთავაზებული თანხაა 1 მილიონ ლარზე მეტი. ამან საზოგადოების არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია.  

მარწყვი და შაქარი - Sputnik საქართველო
რამდენ შაქარს შეიცავს კვების პროდუქტები: მარტივი და თვალსაჩინო გრაფიკა

„საქართველოს შს სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფისთვის კვების პროდუქტების, მათ შორის, შოკოლადის ნაწარმის შესყიდვას 2005 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის N642 ბრძანების საფუძველზე, საკვები პროდუქტების შესყიდვა ხდება ერთობლივი ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რომელიც არის საჯარო და გამჭვირვალე“, — აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფების შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, შოკოლადის დღიური ნორმა ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრულია 50-60 გრამით, ხოლო მშრალ სასურსათო ულუფაში — 100-120 გრამით. ამგვარად, ყოველდღიურად შსს-ს ზემოაღნიშნულ დანაყოფებში გაიცემა დაახლოებით 300 კგ შოკოლადის ნაწარმი.   კონტინგენტის რაოდენობა, რომელსაც შსს კვებით უზრუნველყოფს, დაახლოებით 5 ათას ადამიანს შეადგენს.

 „მიგვაჩნია, რომ ჩვენი ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის დღიურ ნორმად განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხა სრულიად მიუღებელია და ემსახურება, როგორც მათ დემოტივაციას, ასევე, შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, — აღნიშნეს უწყებაში.

უწყებამ შსს-ს მიზანმიმართული დისკრიმინაციის შესახებ განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0