ლარსის ალტერნატივა: რაც სომხეთისთვის მომგებიანია, საქართველოს ინტერესებშია?

© Ministry of Finance of Georgiaსაბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ქართულ-რუსულ საზღვარზე
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ქართულ-რუსულ საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ექსპერტმა საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების პერსპექტივები პრინციპულ საკითხებში ზოგიერთი უთანხმოების გათვალსიწინებით შეაფასა

საქართველო დათანხმდა საქართველოდან რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის საბაჟო-საკონტროლო პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ ალტერნატიული გზა გაეხსნა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ფორს-მაჟორის შემთხვევაში.  

ფორს-მაჟორში იგულისხმება ბუნებრივი მოვლენები, რომელთა გამო იკეთება გზა ლარსის მიმართულებით — ერთადერთი ოფიციალური გამშვები პუნქტის საქართველო-რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე. ლარსთან რიგებში, ძირითადად, სომხეთიდან მომავალი ტრაილერები დგას. უმეტესად პრობლემები ზამთარშია, ინტენსიური თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო. არანაკლებ საშიშია საგაზაფხულო მეწყერებიც.

რა თქმა უნდა, სომხეთის, როგორც ევრაზიის ეკონომოკური კავშირის წევრის ინტერესებშია, ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა რუსეთში ტვირთის მიწოდების თვალსაზრისით. და აქ საქართველოს სატრანზოტო პოტენციალს გადამწყვეტი როლი ენიჭება.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
რა შესთავაზა საქართველოს სომხეთის პრეზიდენტმა

კონტრაქტი შუამავალთან

რუსეთისკენ ალტერნატიული გზის გახსნის მზადყოფნა, რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევებში, საქართველომ შვეიცარიულ კომპანია SGS-თან კონტრაქტში დააფიქსირა. SGS არის შუამავალი საბაჟო ადმინისტრირების და ტვირთების მონიტორინგის შესახებ ქართულ-რუსული შეთანხმების ფარგლებში.

საქართველომ და რუსეთმა საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების მონიტორინგის მექანიზმების შეათანხმებას 2011 წელს მიაღწიეს, როდესაც ქართულმა მხარემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა. პირობას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გავლით რუსეთიდან სავაჭრო დერეფნები გადიოდეს და ტვირთების ნაკადის კონტროლისა და მათი მარკირების მიზნით მხარეებს საერთაშორისო შუამავლები უნდა მოეწვია. 

ამგვარად, შეთანხმებას, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან სამ წელში მიაღწიეს, ხოლო კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ექვსი წელი მიმდინარეობდა.

საქართველომ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება, რადგან ახლა ჯერი რუსეთზეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული პირობები, რომლებიც რუსეთმა წამოაყენა, საქართველოსთვის მიუღებელია.

ამასთან, რუსეთში კმაყოფილები არიან იმასთან დაკაშირებით, რომ საქართველომ SGS-თან კონტრაქტი გააფორმა. ეს პირველია იმ დოკუმენტთაგანი, რომელიც უნდა მიიღოს ქართულმა, რუსულმა, შვეიცარიულმა მხარეებმა შეთანხმების სრულფორმატიანი რეალიზებისთვის. 

ბიზნესი და ეროვნული ინტერესები

ტრიბუნა გამოსვლებისთვის საქართველოს საგარეო უწყებაში - Sputnik საქართველო
საქართველომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ტვირთების მონიტორინგის შეთანხმების ფარგლებში

სიტუაცია საქართველოს სამხედრო გზაზე წარმოადგნს პასუხს კითხვაზე, ვის აწყობს ყველაზე მეტად საქართველოდან რუსეთში ალტერნატიული გზის გახსნა. რამდენიმე დღეში, სანამ ლარსის მიმართულებით გზა მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკეტილი იყო, იქ 600-მდე ტრაილერი დაგროვდა, რომელთა უმრავლესობა სომხეთიდანაა.

„რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთს შორის შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების ამოქმედებაში ყველაზე მეტად დაინტერესებული არის სომხეთი“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პოლიტოლოგმა, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ.

მისი თქმით, ეს რესპუბლიკაში საქონელბრუნვას ხელს შეუწყობს. თანაც სომეხ მძღოლებს რამდენიმე დღით გაჩერება და ფულის დაკარგვა არ მოუწევთ.

„მეორეს მხრივ, საქართველოსთვის პოლიტიკური თვალსაზრისით წამგებიანია ტვირთების გატარება საქართველოსთვის არალეგალური გამშვები პუნქტებით — ეს იქნება როკის გვირაბი თუ აფხაზეთის რკინიგზა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები საქართველოს ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება“, — აღნიშნა ჩიტაძემ.

რუსული მხარის მიერ შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც კი, როკის გვირაბით ტვირთების გადაზიდვაზე საბოლოო ხელშეკრულების მიღწევა ძალიან რთული იქნება, დარწმუნებულია ქართველი პოლიტოლოგი. 

კობის საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: ვითარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე

„თუ იქნება ალტერნატიული გზა, მაშინ იქ უნდა იყოს საქართველოს საბაჟო ნიშნები, ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის ან აფხაზეთის რესპუბლიკის საბაჟო ნიშნები საქართველოსთვის მიუღებელია. თანაც იმ შემთხვევაში, თუ გაკონტროლდება ტვირთების შეტანა-გამოტანა-გადაადგილება, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელმა ტვირთმა და რა მოცულობით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. წინააღდეგ შემთხვევაში საქართველო სხვა პიროებზე არ უნდა დათანხმდეს“, — განაცხადა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტვირთების მონიტორინგის საკითხი დაიძრა და საქართველომ შუამავალთან კონტრაქტი გააფორმა, გამორიცხული არ არის, რომ მომავალში წამოიჭრება სხვა სენსიტიური საკითხები, რომელთა გადაჭრა 2011 წლის შეთანხმების შესრულების პროცესს კვლავ შეაფერხებს.


ყველა ახალი ამბავი
0