თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის მონაცემებით, გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
რაც შეეხება დარიალის ხეობას, აქ ავტოტრანსპორტის მოძრაობისას იკრძალება მათი გაჩერება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილებას საქართველოს საპატრულო პოლიცია გაუწევს ზედამხედველობას.
ორშაბათს ინტენსიური თოვის გამო კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა დაწესდა.