დიდთოვლობამ მესტიაში პრობლემები შექმნა

© courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც უშგულისა და ადიშის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მესტია-შავღელეს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზება გამოიწვია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე სპეცტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს.

სატვირთო საქართველოს სამხედრო გზაზე ზამთარში - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის საავტომობილო გზას, ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.

ინტენსიური თოვის გამო ასევე პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა მესტია-კალა-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც.

როგორც „Sputnik საქართველოს" კომპანია Energo-Pro Georgia-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მესტიას, უშგულის თემსა და ადიშს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო დაბა მესტიაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

ყველა ახალი ამბავი
0