სერგეენკო: საქართველოში ჯანდაცვა პრიორიტეტშია

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის კლინიკა
ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრმა უწყების წარმატებებზე ისაუბრა

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. განხორციელებული რეფორმების შედეგად ჯანდაცვა საქართველოში პრიორიტეტულიდან პრივილეგირებულ სფეროში გადავიდა, განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც 2017 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ყურადრება ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების საკითხებზე გაამახვილა. ერთ-ერთ მთავარ რეფორმად სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაასახელა. მისი თქმით, ეს პროგრამა მოსახლეობას გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს.

Вакцинация против гепатита - Sputnik საქართველო
სერგეენკო: საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა

სერგეენკომ ყურადრება აგრეთვე С ჰეპატიტთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას დაუთმო.

ჯანდაცვის მინისტრმა გამოყო ის ღონისძიებები, რომლებიც დედათა და შვილთა ჯანმრთელობისთვის განცორციელდა. მინისტრის თქმით, ამ ღონისძიებებმა რეფორმის მასშტაბი მიიღეს. აღნიშნულ სფეროში გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა დედათა და შვილთა სიკვდილიანობის მნიშვნელოვან შემცირებას შეუწყო ხელი. მინისტრმა აბორტების მაჩვენებლის აშკარა შემცირებაც აღნიშნა.

სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს სპეციალისტთა პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, პრიორიტეტებს შორის სერგეენკომ ასევე დაასახელა სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ახალი კლინიკების მშენებლობა და ამბულატორიების გახსნა; გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეფორმა; სასწრაფო დახმარების ექიმებისა და სოფლის ექიმების ხელფასის გაზრდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად პარამედიკოსებს მოამზადებენ

მინისტრმა ასევე ყურადრება გაამახვილა სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებებზე და მათი სოციალური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაზე. სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ოჯახების მთავარ ტვირთს საჭირო მედიკამენტების შეძენა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა სოციალურად დაუცველ პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა წამლების შესაძენად გაწეული ხარჯები, აღნიშნა სერგეენკომ.

უწყების მეთაურმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია დახვეწასა და მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით უწყებაში კონკრეტული სტრატეგია შემუშავდა, აღნიშნა მან.

სერგეენკოს თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობაში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები, მათ შორის ბავშვებში, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევა მოწმობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება მიღწეულზე არ გაცერდება და აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

ქალი აფთიაქში - Sputnik საქართველო
ვინ მიიღებს უფასო წამლებს - ჯანდაცვის სამინისტროს სიახლე

რაც შეეხება შრომისა და დასაქმების მიმართულებას, მინისტრის თქმით, ამ კუთხით სამინისტრომ პრაქტიკულად ყველაფერი ნულიდან დაიწყო, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა კონკრეტული ბერკეტი, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს დაიცავდა. სამინისტროში შეიქმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების შრომის პირობების მონიტორინგს აწარმოებს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მნიშვნელობას, რომელიც, მისი თქმით, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა სერგეენკომ შრომის დავების მედიაციის მექანიზმის დანერგავს, რამაც ხელი შეუწყო შრომითი ურთიერთობებისას წარმოქმნილი უთანხმოებების გადაჭრის ეფექტური მექანიზმის შექმნას.

რაც შეეხება დასაქმების მიმართულებას, თავის გამოსვლაში სერგეენკომ აღნიშნა, რომ ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ დასაქმების სხვადასხვა ფორუმებში, სადაც ისინი პოტენციურ დამსაქმებლებს ხვდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0