სერგეენკო: საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / ფოტობანკში გადასვლაВакцинация против гепатита
Вакцинация против гепатита - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში С ჰეპატიტის მკურნალობა უფასოა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშო პროექტია, განაცხადა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში С ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი 150 000 ადამიანს აღწევს. С ჰეპატიტის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით უკვე 30 ათასმა პაციენტმა დაასრულა. მინისტრის თქმით, მრავალი ქვეყანა აპირებს ისწავლოს, როგორ უნდა ებრძოლოს ამ დაავადებას.

„მედიკამენტის კომპონენტი არის უფასო. არც მთავრობა და არც პაციენტები ამაში თანხას არ იხდიან. მეორე კომპონენტის, დიაგნოსტიკის თანხებს უზრუნველყოფს სახელმწიფო. შარშან, როდესაც წლევანდელ ბიუჯეტს ვგეგმავდით, გათვლები გავაკეთეთ სისტემის მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე, რომელიც გავთვალეთ თვეში 2500 პაციენტზე და ბიუჯეტიც, შესაბამისად, ასე დაიგეგმა“, — განაცხადა სერგეენკომ. 

ტაბლეტები ხელში - Sputnik საქართველო
საქართველო სომხეთს С ჰეპატიტის მკურნალობაში დაეხმარება

მინისტრმა მოუწოდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩაიტაროს კლინიკური კვლევა C ჰეპატიტზე. მან ასევე პირობა დადო, რომ თუ პაციენტების ნაკადი გაიზრდება, აღნიშნულ პროგრამაზე ბიუჯეტიც გაიზრდება.

საქართველოს მთავრობა С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამისათვის მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences–თან 10–წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს.

პროგრამის ბენეფიციარები პრეპარატ „სოვალდით" არიან უზრუნველყოფილი.

ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონსა და მსხვილ ქალაქშია განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური