საქართველო სომხეთს С ჰეპატიტის მკურნალობაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიტაბლეტები ხელში
ტაბლეტები ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო სომხეთს С ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი "სოვალდის" 3000 შეფუთვას გადასცემს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა სომეხ კოლეგებს С ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი "სოვალდი" აჩუქოს, იუწყება "Sputnik-საქართველო".

სომხეთი საქართველოსგან საჩუქრად პრეპარატ "სოვალდის" 3000 შეფუთვას მიიღებს. სპეციალისტთა მონაცემებით, ეს რაოდენობა საკმარისია 1000 დაავადებულის სამკურნალოდ.

„ამ გადაწყვეტილების წყალობით С ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის უზრუნველყოფას ახალი თაობის პრეპარატებით ვგეგმავთ", — განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლევონ ალთუნიანმა.

ქართულ მხარეს მადლობა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა გადაუხადა.

ზუგდიდში С ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრი გაიხსნა - Sputnik საქართველო
ზუგდიდში С ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრი გაიხსნა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ანაიტ მკრტჩიანმა განმარტა, რომ "სოვალდი" უფასო სამკურნალო პრეპარატების სიაში არ შედიოდა, ამიტომ С ჰეპატიტით დაავადებულებს მისი შეძენა საკუთარი ხარჯებით უწევდათ. მისი თქმით, ქართული დახმარების წყალობით ამ პრეპარატს მიიღებს ყველა, ვისაც ის სჭირდება.

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს. С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს პრეპარატ "სოვალდით" უზრუნველყოფენ.

ყველა ახალი ამბავი
0