ზუგდიდში С ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრი გაიხსნა

© FB / Георгий Квирикашвилиზუგდიდში С ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში С ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრი გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ ცენტრში სამგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა С ჰეპატიტის მკურნალობას უფასოდ შეძლებს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ზუგდიდში С ჰეპატიტის მართვის ცენტრი ამუშავდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცენტრს ოთხშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ეწვივნენ. სამედიცინო დაწესებულებაში C ჰეპატიტის გამოვლენისა და მკურნალობის სერვისების სრული სპექტრია წარმოდგენილი.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა

"C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 35 ათასმა ადამიანმა იმკურნალა. მათგან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია, რაც ძალიან დადებითია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი მოემსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებს", — განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს თბილისში. პრემიერის განცხადებით, მისი ანალოგი ზუგდიდში იმასთან დაკავშირებით გაიხსნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დაავადებით ინფიცირებული ადამიანების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2015 წელი С ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. იმავე წლის მაისში საქართველოში С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ამ პროექტის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 20 მლნ ლარი გამოიყოფა.

ბოლო მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში С ჰეპატიტით დაავადებული დაახლოებით 160 ათასი ადამიანი დაფიქსირდა. სახელმწიფოს ყოველწლიურად 20 ათასი ადამიანის მკურნალობის დაფინანსება შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0