ვინ მიიღებს უფასო წამლებს - ჯანდაცვის სამინისტროს სიახლე

© photo: Sputnikქალი აფთიაქში
ქალი აფთიაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეთა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის წამლებზე ხარჯების თანადაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. დაახლოებით 600 000 მოქალაქე, რომელიც სოციალურად დუცველ პირთა ან ქრონიკულ დაავადებათა მქონე მარტოხელა პენსიონერთა კატეგორიას განეკუთვნება, საჭირო მედიკამენტებს ყოველთვიურად უფასოდ მიიღებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ის სიახლე გააცნო, რომელიც ძალაში ზაფხულში შევა. მინისტრის თქმით, ჯერჯერობით საუბარია 30 დასახელების მედიკამენტზე.

„მაგალითად, აქამდე თუ პენსიონერს თვეში 20-30 ლარის მედიკამენტების ყიდვა სჭირდებოდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მას ეს სიმბოლური თანაგადახდით მაქსიმუმ, თვეში 1 ლარი დაუჯდება და ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს", — განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
სახელმწიფო დაზღვევა საქართველოში მოსახლეობის საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული

პირველ ეტაპზე უფასო წამლებს ის პირები მიიღებენ, რომლებსაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკამრისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წელს ამ პროგრამის გაფართოება და მასში სხვა ქრონიკული დაავადებების სამკურანლოდ საჭირო პრეპარატების შეტანა მოხერხდება.

რაც შეეხება ახალი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე მის განსახორციელებლად 5 მილიონი ლარი გამოიყოფა.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა შეიცვლება

სერგეენკომ განაცხადა, რომ მთავრობა სახელმწიფო შესყიდვას გამოაცხადებს და ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სტანდარტს დაამყარებს — ყველა წამალი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს და მას აკრედიტებული ლაბორატორიის შესაბამისი სერტიფიკატი უნდა გააჩნდეს.

სამინისტრო მედიკამენტების ხარისხს თვალს მიადევნებს. პირველ ეტაპზე ყველა წამალი ხარისხის დონის დასადგენად უცხოურ ლაბორატორიებში გადაიგზავნება, რადგან შესაბამისი აკრედიტებული ლაბორატორია საქართველოში არ არსებობს.

სერგეენკომ ასევე განაცხადა, რომ მედიკამენტების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება, სადაც ქართული და უცხოური ფარმაცევტული კომპანიებისთვის პირობები ერთნაირი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0