ტოქსიკური ლითონი ბავშვების სისხლში - დამალეს თუ არა საქართველოში კვლევის შედეგები

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ცენტრი
სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა ორგანიზმს წამლავს

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ხუთ წლამდე 300 ბავშვიდან 40%-ს სისხლში ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა დაუდგინდა. ასეთია წლინახევრის წინ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევის შედეგები, რომელიც არ გამოქვეყნებულა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტეს, რომ საგანგაშო შედეგები თავის დროზე იმიტომ არ გამოქვეყნდა, რომ ტესტირება მცირე რაოდენობის ბავშვებში ჩაატარეს, რასაც პრობლემის სრული სურათის ასახვა არ შეუძლია.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვთა კვება Lactalis-ს აკრძალავენ

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ორგანიზმის ტყვიით მოწამვლის ბრძოლის არც შესაძლებლობა და არც კომპლექსური გეგმა არ არსებობს.

„ეს არის ისეთი პრობლემა, რომლის მკურნალობა არც არსებობს. მთავარია იცოდე წყარო და ბავშვი მოარიდო ამ წყაროს", — განაცხადა ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ და დასძინა, რომ კვლევაში მონაწილე ბავშვებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.

სტურუამ აღნიშნა, რომ თუ სისხლის ტყვიის მაღალი მაჩვენებელი ძალიან მაღალია, აუცილებელია მისი დაფიქსირება. საქართველოში ჯერჯერობით ეს პრაქტიკა არ არსებობს, არ არის დარეგისტრირებული ასევე პრეპარატი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის შექმნის წინ ან ამ შემთხვევების პრევენციისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება. ჯერჯერობით კი სახელმწიფოს არა აქვს მონაცემები ტყვიით მოწამლული ბავშვების რაოდენობის შესახებ.

ორსულობის ულტრაბგერითი კვლევა. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა 26%-ით შემცირდა

განგაში თავად მშობლებმა ატეხეს, ვისი შვილებიც გაუგებარი ტკივილითა და შეტევებით პერიოდულად საავადმყოფოებში ხვდებიან.

„დილით გაიღვიძა ბავშვმა გაურკვეველი ტკივილით. ვერ გავიგეთ რა ტკიოდა, ვერ გაგვაგებინა და მალევე გაითიშა ბავშვი. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, გვითხრა, რომ ეს ძლიერი ინტოქსიკაცია იყო", — განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა თამარ იარაჯულმა და ასევე დასძინა, რომ ეს სიმპტომები ბავშვს პერიოდულად უმეორდება.

მშობლებმა საკუთარი ინიციატივით ძვირადღირებული კვლევა ჩაატარეს, რომელმაც სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი დადგენილია, ბავშვის მკურნალობა ვერ ხერხდება, რადგან არ არის არც სქემა და არც წამალი.

ოჯახი ვარაუდობს, რომ ბავშვის ინტოქსიკაცია შეიძლება საცხოვრებელი ადგილის შეცვლას უკავშირდება. მაგრამ რა აღმოჩნდა ინტოქსიკაციის წყარო — ჰაერი, ნიადაგი, საღებავები ან სხვა რამ, ამის დადგენა ვერ მოხერხდა.

ტარხუნის ლიმონათი „ლაღიძის წყლებში“ - Sputnik საქართველო
რას ვსვამთ? აიკრძალა ოთხი ქართული კომპანიის ლიმონათი

ტყვიის მცირე რაოდენობა ორგანიზმში ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ თუ ის ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალია და დიდი ხნის განმავლობაში გროვდება, შეიძლება ორგანიზმი მოიწამლოს.

ტყვია თუ ადამიანის ორგანიზმშია, მისი პოვნა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში. სისხლის ანალიზი ტარდება ორგანიზმში ტყვიის დონის გასაზომად.

ბავშვების ტყვიით მოწამვლა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. ტყვიას ისუნთქავენ, რადგან ის ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა. შ.

ტყვიისგან ყველაზე მეტად ზიანდება ნერვული სისტემა და თირკმელები. მისი ორგანიზმში დაგროვება ასევე მავნებელია რბილი ქსოვილისთვის.

სისხლში ტყვიის შემცველობის ნორმა მოზრდილებში არის 20 მიკროგრამი დეცილიტრზე. ბავშვისთვის — 8-9 მიკროგრამი დეცილიტრზე. 10 და მეტი მიკროგრამის შემთხვევაში უკვე ორგანიზმის მოწამვლა იწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0