რას ვსვამთ? აიკრძალა ოთხი ქართული კომპანიის ლიმონათი

© Sputnik / Alexander Imedashviliტარხუნის ლიმონათი „ლაღიძის წყლებში“
ტარხუნის ლიმონათი „ლაღიძის წყლებში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიმონათის არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს შემოწმებები, ჯარიმები და აკრძალვები ელოდება

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. სანიტარული ნორმების დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლიმონათის მწარმოებელ ოთხ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტები უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში ინსპექტირებას ატარებენ. მოწმდება საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, საწარმოო პროცესი, არომატიზატორების შენახვის ვადა, შესაფუთი მასალა და ტარა, ასევე პერსონალის ჰიგიენა.

როგორ მზადდება ქართული ლიმონათი: ძველი ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები - Sputnik საქართველო
როგორ მზადდება ქართული ლიმონათი: ტრადიციული რეცეპტები და ახალი ტექნოლოგიები

სახელმწიფო ინსპექტირება ხორციელდება როგორც მცირე, ისე მსხვილ წარმოებებში. მათი ნაწილი დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა შემოწმების პროცესში გამოვლინდა სანიტარიული ნორმების დარღვევის ფაქტები და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები.

ამ მიზეზის გამო წარმოებებს — შპს „ვივოს“, შპს „ბარა-ბუს“ (რუსთავი), ი/მ კობა მირველაშვილს (გურჯაანის რაიონი) და შპს „ტექნოპლასტი 2010“ —ს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

2017 წლის დასაწყისიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში 37 ინსპექტირება განახორციელა. ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 9 კომპანია. სააგენტოს თანამშრომლები უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლების შემოწმებას აგრძელებენ.

სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს წარმოადგენს ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტების შემოწმება, ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევებისთვის.


ყველა ახალი ამბავი
0