„Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფი ესტუმრა ქარხანას, სადაც ქართულ ლიმონათს ტრადიციული რეცეპტებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ასხამენ.
ქართული ლიმონათი არომატისა და მახასიათებლების წყალობით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. ქართული ლიმონათის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის მფლობელმა გვიამბო იმის შესახებ, თუ რატომაა ასეთი პოპულარული საქართველოში დამზადებული უალკოჰოლო სასმელი.
"ჩვენ ლიმონათს ტრადიციული ქართული რეცეპტებითა და ტექნოლოგიით ვამზადებთ. ჩვენს ლიმონათს გამორჩეული გემო და არომატი აქვს. მის მაღალ ხარისხზე მეტყველებს ისიც, რომ ლიმონათის დასამზადებლად ჩვენ ქართულ ნატურალურ ხილს ვიყენებთ", — განაცხადა კომპანიის Georgian Lemonade დამფუძნებელმა ვარაზ ასპანიძემ.
ქართული ლიმონათის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში ქართული ლიმონათი რუსეთის, დსთ-ის ქვეყნებისა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქების მაღაზიების თაროებზეც შეგხვდებათ.