საქართველოში ბავშვთა კვება Lactalis-ს აკრძალავენ

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგული წარმოების ბავშვთა კვება Lactalis-ი, სავარაუდოდ, „სალმონელას" შეიცავს

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო ფრანგული წარმოების ბავშვთა კვება Lactalis-ში „სალმონელას" შესაძლო არსებობაზე გააფრთხილა, რის შემდეგაც დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან ამოღების პროცესი.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი", — ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული კომპანია ბავშვთა კვების ექსპორტს ახორციელებს საქართველოში, ჩინეთში, პაკისტანში, ერაყში, მაროკოში, ლიბიაში, რუმინეთში, სერბეთში, საბერძნეთში, კოლუმბიასა და პერუში.

ბავშვები როლიკებზე - Sputnik საქართველო
ექიმი: დედების შიშები ბავშვთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით მცდარია

CNN-ისა და „ამერიკის ხმის" ინფორმაციით, საფრანგეთში ახალშობილთა შორის "სალმონელას" გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ კომპანიამ პროდუქციის ბაზრიდან ამოღებისა და ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

სალმონელიოზი პოლიეტიოლოგიური ინფექციური დაავადებაა, რომელსაც Salmonella-ს სახეობიდან ბაქტერიის სხვადასხვა სეროტიპი იწვევს.

დაავადებას ახასიათებს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებები. გვხვდება როგორც ასიმპტომური, ისე რთული ფორმები. ყველაზე მეტად „სალმონელა" საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მოქმედებს.

აღნიშნული ინფექცია შეიძლება აღმოჩნდეს სამზარეულოში, წყალში, უმ ხორცში, კვერცხსა და ცხოველების ფეკალიებში.

ყველა ახალი ამბავი
0