ექიმი: დედების შიშები ბავშვთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით მცდარია

© Sputnik / Anna Yarovikovaბავშვები როლიკებზე
ბავშვები როლიკებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედიატრები საქართველოში დაჟინებით ურჩევენ ჩაუტარონ შვილებს ყველა აუცილებელი, მათ შორის, გრიპის საწინააღმდეგო აცრა.

საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პედიატრი ეკა უბერი „Sputnik საქართველოს“ უამბობს, რომ ხშირად დამდგარა პრობლემის წინაშე, როდესაც მშობლები, ძირითადად დედები, ბავშვებს საჭირო აცრების ჩატარებაზე უარს ამბობენ. მისი თქმით, ძირითადი მიზეზია ვაქცინაციის მნიშვნელობის თაობაზე ქვეყნის მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირებულობა.

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, ბავშვების ვაქცინაციაზე უარს მშობელთა 9% აცხადებს, რადგან ამას ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიიჩნევს. საქართველოში მცირე ასაკიდან ბავშვებს უტარდებათ В ჰეპატიტის, ტუბერკულიოზის, დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომელიტის, წითელას, წითურის, ეპიდემიური პაროტიტის აცრები. გარდა ამისა, ზამთრის დადგომისთანავე ექიმები გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას ურჩევენ. 

„ცხრა პროცენტი — საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ვხვდები ისეთ მშობლებს, რომლებიც აცრების წინააღმდეგნი არიან, მე ვფიქრობ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალი უნდ აიყოს. ვაქცინაციის სარგებლობასთან დაკავშირებული სკეპტიციზმი დონალდ ტრამპისა და რობერტ დე ნიროს განცხადებების შემდეგ გაიზარდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ აცრები ბავშვებში აუტიზმს იწვევს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“, — განაცხადა უბერიმ.

თერმომეტრი, მედიკამენტები - Sputnik საქართველო
სეზონური ვირუსები – ელოდებიან თუ არა ვირუსის ახალ ტალღას?

მშობლების მხრიდან ვაქცინაციაზე უარის თქმის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ ბავშვები აცრებს მძიმედ იტანენ. პირველ დღეებში ჭირვეულები ხდებიან, ჩხვლეტის ადგილი მტკივნეული შეიძლება გახდეს ან ტემპერატურა აიწიოს. თუ ბავშვს კომპეტენტური პედიატრი ჰყავს და აცრები საჭირო დროს უკეთდება, ანუ ბავშვი არ არის გაციებული და არ არსებობს რაიმე ფონი, რომლის დროს ვაქცინაცია აკრძალულია, აცრას არანაირ გართულებას არ გამოიწვევს.

„უკუჩვენებები ძალიან ცოტაა, სიცხისა და დაბალი ჰემოგლობინის დროსაც დაშვებულია აცრა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ზოგჯერ ე. წ. მანკიერ წრეში ვხვდებით. აცრის შემდეგ დაბინძურებული გარემოსა და ინფექციების გამო ბავშვი შეიძლება დაავადდეს. რა თქმა უნდა, მშობლები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი აცრამ გამოიწვია, ეს კი ასე არ არის. შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა“, — აღნიშნა უბერიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბავშვთა ვაქცინაცია საჭიროა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება უფრო დაცული გახდეს.

„მე თვითონ ვიტარებ გრიპის აცრას. უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადებათა განვითარების რისკები იმ ბავშვებში, რომლებსაც ვაქცინაცია არ ჩაუტარდა, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებსაც აცრა ჩაუტარდათ. ვაქცინაცია რომ არა, მსოფლიოში ბევრი მსხვერპლი და დაავადება იქნებოდა. ვაქცინაციის წყალობით მრავალი ბავშვის სიცოცხლე იქნა დაცული“, — განაცხადა უბერიმ.

ვაქცინაციის სარგებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, ექიმები პერიოდულად საინფორმაციო კამპანიებს ატარებენ. უბერის თქმით, მას გამუდმებით უწევს მშობლებისთვის რეკომენდაციების მიცემა და ახსნა, რომ ეს უსაფრთხოა და უფრო მეტიც, ეს აუცილებელია.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
საქართველოში არსებული კლინიკები საყოველთაო დაზღვევის მოთხოვნების შესახებ გააფრთხილეს

ვაქცინაცია (vaccination), იგივე აცრა (inoculation) – ეს ხელოვნური იმუნიზაციაა, რომლის დროს ადამიანის ორგანიზმში სპეციალურად მომზადებული მასალის სახით მიკროორგანიზმების ანტიგენები შეჰყავთ ინფექციური დაავადებებისადმი მისი მდგრადობის ამაღლების მიზნით. ანტიგენური მასალის შეყვანის შემდეგ დაავადებათა გარკვეული გამომწვევების მიმართ საკუთარი ანტისხეულების გამომუშავება იწყება.

პირველი ორი ვაქცინაცია ბავშვებს ჯერ კიდევ სამშობიაროში უტარდებათ: B ჰეპატიტის აცრა დაბადებიდან 24 საათში და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა დაბადებიდან სამიდან შვიდი დღის შემდეგ.

ბავშვთა შემდგომი ვაქცინაცია მშობლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, აცრები მკაცრად განსაზღვრულ დროს უნდა ტარდებოდეს:

მეორე თვე: B ჰეპატიტის, პოლიომელიტის, დიფტერიის, ყივანახველას და ტეტანუსის აცრები.

მესამე თვე: პოლიომელიტის, დიფტერიის, ყივანახველასა და ტეტანუსის აცრები.

მეოთხე თვე: B ჰეპატიტის, პოლიომელიტის, დიფტერიის, ყივანახველას და ტეტანუსის აცრები.

12 თვე: წითელას, წითურას და ყივანახველას აცრები

18 თვე: პოლიომელიტის, დიფტერიის, ყივანახველას და ტეტანუსის აცრები.

5 წელი: პოლიომელიტის, წითელას, წითურას, დიფტერიისა და ტეტანუსის აცრები.

14 წელი: დიფტერიისა და ტეტანუსის აცრები.

ყველა ახალი ამბავი
0