ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველი იქნება იქ, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები

© Facebook / Nino Lomjariaსახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ დაიშურებს ძალისხმევას იმისთვის, რათა თითოეულმა ადამიანმა თავის თავზე შეიგრძნოს უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 

„საქართველოს სახალხო დამცველი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე იდგა ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე და მომავალშიც იქნება იქ, სადაც ირღვევა და იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“, — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი მარგველაშვილმა შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვა - Sputnik საქართველო
„არა“ ქალთა მიმართ ძალადობას!: პრეზიდენტმა პოლიციელები დააჯილდოვა

მისი თქმით, დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა ასევე აშკარაა, ის კომპლექსური გამოწვევები, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით ვხვდებით, დემოკრატიული სივრცის შევიწროვება, უთანასწორობა და დისკრიმინაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელთა აღმოფხვრაც ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგშია.

10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება გამართეს.

გასართობი პროგრამა პარკში - Sputnik საქართველო
რა აკლიათ შშმ პირებს საქართველოში: ომბუდსმენის ანგარიში

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დოროტა დლოუხი-სულიგამ და  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ისაუბრეს. სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოსახლეობას განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.


ყველა ახალი ამბავი
0