ნარკოპოლიტიკის შეცვლა - „თეთრი ხმაურის“ აქცია თბილისში

© photo: Sputnik / Levan Avlabreliაქცია მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით
აქცია მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია-კონცერტზე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნები გაისმა

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. „ხმაური გამარჯვებისთვის“ — ასეთი ლოზუნგით ვარდების მოედანზე მშვიდობიანი აქცია-კონცერტი გაიმართა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ცნობილი სახეებიც იყვნენ. მათ მოითხოვეს რეპრესიული ნარკოპილიტიკის შეცვლა უფრო ჰუმანურით და მომხმარებლების მიმართ ძალადობრივი, დამსჯელი მიდგომების შეწყვეტა.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანების ჯანმრთელობას, ზიანის შემცირებას და პრევენციას.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
მალე „ბალახის" მოწევა ლეგალურად შეგეძლებათ – ოპოზიცია პირობას დებს

აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა — პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვის დაწყება, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისა და მცირე რაოდენობის შენახვის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, სანამ პარლამენტი გამოაცხადებს შესვენებას, ჩატარდეს პირველი მოსმენა, და პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება ამ რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვითხოვთ ასევე პოლიციის მხრიდან შეწყდეს ადამიანების დევნა და გამოცხადდეს მორატორიუმი ნარკოდანაშაულზე ადამიანების დევნის შესახებ. ასევე ვითხოვთ პრეზიდენტისგან, რომ შეიწყალოს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სხედან საპატიმროებში ნარკოდანაშაულის მუხლით“, — განაცხადა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა ქეთი გაბუნიამ. 

აქციაზე მივიდა ასევე რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებმაც პარალელურად კონტრაქცია გამართეს. მათ თან ჰქონდათ ჯვრები და პლაკატები წარწერებით „ნარკომანია — სიკვდილია“! და „ნარკომანია — გზა ჯოჯოხეთისკენ!“

კანაფი - Sputnik საქართველო
საქართველოში მცირე რაოდენობის მარიხუანის გამო სასჯელი პატიმრობა აღარ იქნება

ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასტან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც გააკეთა. მისი თქმით, მომხმარებელთა კრიმინალიზაცია წარმოადგენს პრობლემას, რადგან ასეთი მიდგომა ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობას არ ამცირებს.

„დღეს დრო არის იმისთვის, რომ დაიწყოს გადამწყვეტი მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმირებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს მხოლოდ რეპრესიული და აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს განათლებაზე ახალგაზრდებში, ბავშვებში, პრევენციაზე, დახმარებაზე, კონსულტაციაზე და ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციაზე“, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თბილისის გარდა, „თეთრი ხმაურის“ აქტივისტთა აქცია ქუთაისშიც გაიმართა. აქციის მთავარი ლოზუნგი იყო „ნუ გვიჭერთ!“ აქციის მონაწილეები სიმბოლურად თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და ნარკოპოლიტიკის დაუყოვნებლივი შეცვლა მოითხოვეს.

ორი ადამიანი ერთმანეთს გადასცემს მარიხუანას სიგარეტს - Sputnik საქართველო
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია საქართველოში: რა მოხდება მომავალში?

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თეთრი ხმაური" ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო აკრიტიკებს. აქტივისტებმა შექმნეს კამპანია „ბექა დამნაშავე არ არის". მათ გააპროტესტეს 2013 წელს ბექა წიქარიშვილის დაკავება, რომელსაც 70 გრამამდე მარიხუანა აღმოუჩინეს.

წიქარიშვილს 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ეღიარებინა არაკონსტიტუციურად ნორმა პატიმრობის შესახებ პირადი მოხმარებისთვის 70 გრამამდე გამხმარი მარიხუანის შეძენა-შენახვის გამო. სასამართლომ მისი სარჩელი 2015 წლის ოქტომბერში დააკმაყოფილა და ის გაათავისუფლეს.

ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც 100 გრამი ნედლი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის პატიმრობას ითვალისწინებდა.


ყველა ახალი ამბავი
0