თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ამოქმედდა შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად მცირე რაოდენობით მარიხუანისა და კანაფისთვის პატიმრობა აღარ იქნება გათვალისწინებული.
მარიხუანის მომზადება, შეძენა, შენახვა, გადატანა, გადაგზავნა და/ან მოხმარება ექიმის დანნიშნულების გარეშე საქართველოში კვლავ უკანონო ქმედებაა, მაგრამ ამიერიდან ამისთვის გადაიხდიან 500 ლარის ოდენობის ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაებზე ერთიდან ექვს თვემდე ვადით გააგზავნიან, აღნიშნულია შესწორებებში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ–გვერდზე.
მცირე ოდენობად ითვლება 10-დან 140 გრამამდე მარიხუანა, დიდი რაოდენობა- 140 გრამიდან 1 კგ-მდე. ამის ზევით ყველანაირი რაოდენობა განსაკუთრებით დიდ ოდენობას მიეკუთვნება. შესაბამისი შესწორებები შეიტანეს კანონში "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ".
რაც შეეხება სხვა სახის ნარკოტიკებს, თუნდაც მცირე ოდენობით, დასაშვებია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით.
შესწორებები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული.