ზაზა ხატიაშვილი რვაწლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს

© FB / Georgian Bar Associationსაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრესტიჟული ჯილდო გადასცეს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრესტიჟული ჯილდო გადასცეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ამ პოსტზე უკვე ორი ვადით, 8 წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მოღვაწეობს.

რა მდგომარეობაში დახვდა და რას მიაღწია ადვოკატთა ასოციაციამ ამ რვა წლის განმავლობაში, როგორ მიაღწია ადვოკატთა ინსტიტუციურ დაცვას, საერთაშორისო აღიარებას, ადვოკატთა გამოცდების სისტემის დანერგვას, ვის უჭერს მხარს არჩევნებში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? ამის შესახებ Sputnik საქართველო ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს თავად ესაუბრა.

© FB / Lawyer Pridon Sikhuashviliზაზა ხატიაშვილი კოლეგასთან ერთად
ზაზა ხატიაშვილი კოლეგასთან ერთად - Sputnik საქართველო
ზაზა ხატიაშვილი კოლეგასთან ერთად

-მოდით, დავიწყოთ რვა წლის წინათ განვითარებული მოვლენებიდან.  როგორ გახდით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და რისი მიღწევა შეძელით ამ რვა წლის განმავლობაში? 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ჩემმა კოლეგებმა ურთულეს ვითარებაში ამირჩიეს. მაშინ მძვინვარებდა სააკაშვილის რეჟიმი. 2009 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლებას ადვოკატები ყვითელი ავტობუსებით  მოჰყავდა,  ფინანსური პოლიციის წარმომადგენლების თანხლებით და აიძულებდნენ, ჩემთვის არ მოეცათ ხმა. მაშინ სააკაშვილის რეჟიმისათვის ნამდვილად შოკი იყო ჩემი ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობა. ადვოკატთა კორპუსმა თქვა, რომ მას არ სურდა ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული თავმჯდომარე. 

პირველი ამოცანა გახლდათ იმის დადგენა, რამდენი ადვოკატი ჰყავდა ხელისუფლებას დაპატიმრებული და, საერთოდ, რა პრობლემები ჰქონდათ ადვოკატებს საკუთარი საქმიანობის განხორციელების გამო. დაახლოებით სამ თვეში მოვიძიე ინფორმაცია, რომ დაახლოებით 111 ადვოკატი იჯდა ციხეში მაშინ, როცა ადვოკატთა საერთო რაოდენობა 3500 იყო. სააკაშვილის რეჟიმი, რა თქმა უნდა, ცდილობდა,  ჩემთვის ყველანაირად ხელი შეეშალა ასოციაციის ფეხზე დაყენებასა და ადვოკატთა უფლებების ინსტიტუციურ დაცვაში, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაანალიზებ, ეს ნამდვილად გამოგვივიდა. 

რა მდგომარეობაა დღეს — საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი, რომ ადვოკატის უფლებების შელახვა ვერავინ გაბედოს და მას ქვეყნის უმაღლესი კანონი იცავს.

გვაქვს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სანდოობით გამორჩეული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების სისტემა. 

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლო - Sputnik საქართველო
ვის ერგება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის სკამი - რბოლა დაიწყო

დავამყარეთ სერიოზული საერთაშორისო კავშირები როგორც ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ანალოგიურ გაერთიანებებთან. 

თქვენ მეკითხებით, საიდან დავიწყეთ? ადვოკატთა ასოციაცია დამხვდა სამოთახიან ბინაში. ასოციაციის სასწავლო ცენტრს და ეთიკის კომისიას ჰქონდათ ერთი საერთო ოთახი. ეს იყო მოშლილი და ყველაზე განადგურებული ინსტიტუცია ქვეყანაში. 

დღეს, როცა მივდივარ ასოციაციის თავმჯდომარეობიდან, ვტოვებ ორ ორსართულიან ოფისს თბილისში, ორსართულიან ოფისს ბათუმში და ორსართულიან ოფისს ქუთაისში. ადვოკატთა ასოციაციას აქვს სერიოზული თანხა ანგარიშზე პროფესიის განვითარებისათვის.  

დღეს ადვოკატთა ასოციაცია საკმაოდ ძლიერი ინსტიტუტია. რამოდენიმე კვირის წინათ ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ თქვა, რომ ეს არის წარმატებული ასოციაციის მოდელი და დამაჯილდოვა გაწეული საქმიანობისათვის. ეს ჩვენი ასოციაციის და ყველა ქართველი ადვოკატის ერთობლივი აღიარებაა. 

ძეგლი ორთაჭალაში სანაპიროზე - Sputnik საქართველო
დავით ებრალიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრას აპირებს

- რა სიძნელეები გადაიტანეთ, როგორც ადვოკატმა და როგორც ადამიანმა?

—  დიახ, დღეს უკვე მიწვევენ და ლექციებს ვატარებ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანებში ადვოკატთა უფლების დაცვის თაობაზე. ეს შესაძლებელი გახდა დაუღალავი შრომის შედეგად. შევძელით, თანამოაზრეებთან ერთად ეს ინსტიტუცია ფეხზე დამეყენებინა იმიტომ, რომ ჩემი პროფესია მიყვარს და ადვოკატთა უფლებებს ჩემი ოჯახის სიცოცხლის ფასად ვიცავდი. იყო მომენტები, როცა ჩემი ცოლ-შვილი იყო ძალიან მძიმე რისკის წინაშე. 

იყო ადვოკატების დაკავებისა და დევნის ფაქტები მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო. დღეს საბედნიეროდ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და 2016 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს იყო ჩვენი  ბრძოლის უდიდესი შედეგი, უდიდესი გამარჯვება.

 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩვენი ბრძოლის შედეგად შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც მოწმე უკვე სასამართლოში იკითხება.  ქუთაისელი ადვოკატები პარლამენტთან გაიფიცნენ ჩემთან ერთად 111-ე მუხლის გამო და ახალი ხელისუფლება იძულებული გახდა, ჩხრეკისა და ამოღების უფლებაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება მიეცა ადვოკატებისთვის. ეს ნამდვილად რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილებებია ადვოკატის ინსტიტუტის განმტკიცებისათვის. 

ნატა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ადვოკატი, რომელმაც ამერიკულ კომპანიას 1,45 მილიონი დოლარი გადაახდევინა

- მალე თქვენ დატოვებთ თანამდებობას. მინდა, გკითხოთ, ვის უჭერთ მხარს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე და რატომ?

—  პირველ რიგში მინდა, აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ყველა კოლეგას. ჩვენ ყველა ერთ მიზანს — ადამიანის უფლებების დაცვას ვემსახურებით და მათი კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზამი უდავოდ დასაფასებელია. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ და არა — დავყოთ ჩვენი პროფესიის ყველა დამცველი. 

რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატს, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჩვენი ასოციაციის საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელს, დავით ასათიანს ვგულშემატკივრობ. 

ჩვენ ერთად ვიბრძოდით ბოლო 7 წლის განმავლობაში ადვოკატთა უფლებების დასაცავად და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადვოკატთა გაერთიანებებთან კავშირის დასამყარებლად. ერთად ვიბრძოდით ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციონალისტური დამოუკიდებულებისთვის. ის იყო იურისტი, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში სააკაშვილის რეჟიმის დროს აპროტესტებდა ყველა ადვოკატის უკანონო დაკავებას თავისი ოჯახის რისკის ფასად და იბრძოდა იმისთვის, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას დაეწერა ის დასკვნები, რაც იწერებოდა. ეს იყო ძალიან რთული საქმე და დავით ასათიანი ამას უმაღლესი პროფესიონალიზმითა და უდიდესი თავდადებით, უხმაუროდ აკეთებდა. დადგა დრო, როცა ჩვენს ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა ჩაიწეროს და დარწმუნებული ვარ, დავით ასათიანი შეძლებს ასოციაციის ახალ საფეხურზე აყვანას. 

- რამდენად კმაყოფილი ხართ მიღწეულით?

—  იცით, წელს, სულ ორი კვირის წინათ, ბრიუსელში ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ სპეციალური ჯილდო გადმომცა გაწეული საქმიანობისათვის. ამ გაერთიანებაში მილიონზე მეტი იურისტია გაერთიანებული და პირველი შემთხვევაა, რომ წლის უფლებადამცველი ასოციაციის თავმჯდომარე გახდა. თანაც, ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა. 

სიმართლე გითხრათ, ადამიანურად ჩემთვის არანაკლები ჯილდო იყო, როცა 28 ოქტომბერს, ასოციაციის საერთო კრებაზე, როცა ანგარიში ჩავაბარე გაწეული საქმიანობის შესახებ, როცა გამოსვლა  დავასრულე, მთელი დარბაზი ფეხზე დამიდგა. არ მეგულება საქართველოში პირი, რომელიც თანამდებობიდან წასვლისას უფრო მეტად უყვართ, ვიდრე არჩევისას. ეს არის ჩემი ყველაზე კარგი შეფასება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0