ქართველი ადვოკატი, რომელმაც ამერიკულ კომპანიას 1,45 მილიონი დოლარი გადაახდევინა

© cortecy by Nata Mamulashviliნატა მამულაშვილი
ნატა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში" დღეს ამერიკაში მცხოვრებ იურისტს ნატა მამულაშვილს გაგაცნობთ.

სამართლიანობის გრძნობა და სხვების დახმარების სურვილი ბავშვობიდან იმდენად აქვს გამახვილებული, რომ ამან პროფესიის არჩევანზეც იმოქმედა. პენსილვანიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ წარმატებული ადვოკატი გახდა. მისი საქმიანობის შესახებ ამერიკული და ადგილობრივი რუსულენოვანი პრესა სისტემატურად წერს. ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს ფილადელფიაში, სადაც ამ დღეებში დავუკავშირდით. ქალბატონი ნატა იმდენად დაკავებულია, რომ მასთან საუბარი მოკლე, მაგრამ საქმიანი და საინტერესო გამოვიდა.

© FB / Nata Mamulashviliნატა მამულაშვილი
ნატა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
ნატა მამულაშვილი

– ქალბატონო ნატა, როგორც ქართველების უმრავლესობა, ამერიკაში თქვენც 90-იან წლებში გაემგზავრეთ. უცხო ქვეყანაში ახალი ცხოვრებისგან რა მოლოდინი გქონდათ?

— ამერიკაში ცხოვრობდა ბებიის და ოჯახით, რომლის დახმარებით ემიგრაცია მოვახერხეთ. როგორც იცით, 90-იანი წლები ძალიან მძიმე იყო საქართველოში როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალურად. ამერიკაში წასვლა ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის მომავლისთვის საუკეთესო გამოსავალი გახდა. მე და ჩემმა ძმამ განათლების მიღება ამერიკულ სკოლაში გავაგრძელეთ. მისი დამთავრების შემდეგ სწავლა პენსილვანიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გავაგრძელე. იურისტობა ოჯახური ტრადიცია არ ყოფილა, რადგან ჩემ ოჯახში არავინაა იურისტი, უბრალოდ, ეს პროფესია ჩემ ხასიათს ყველაზე მეტად შეესაბამება, მომწონს, როდესაც ხალხს ვეხმარები.

© Nata Mamulashviliნატა მამულაშვილი
ნატა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
ნატა მამულაშვილი

– ვის უფლებებს იცავთ ფილადელფიაში?

— ფილადელფიაში რუსულენოვანი და ქართველი იმიგრანტების შრომის უფლებებს ვიცავ. კომპანიებში, სადაც ეს ხალხი მუშაობს, მათი შრომის უფლებები და სახელფასო ანაზღაურების პირობები ხშირად ირღვევა. ხალხი დღეში ორ-სამჯერ მეტ სამუშაოს ასრულებს და მათ სათანადო ანაზღაურებას არ უხდიან, ან ისეც ხდება, რომ საერთოდ არაფერს უხდიან. ამ ხალხმა არ იცის საკუთარი უფლებები, ან ეშინია, რომ კომპანიას კუთვნილი ხელფასი მოსთხოვოს. ეს კომპანიები კი ამ სიტუაციით ბოროტად სარგებლობენ. ლაპარაკია რამდენიმე ათას დოლარზე.

© Nata Mamulashviliნატა მამულაშვილი
ნატა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
ნატა მამულაშვილი

– შეგიძლიათ ყველაზე გახმაურებული საქმე გაიხსენოთ?

— ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ის იყო, როცა ერთმა კომპანიამ 160 მუშას მათი კუთვნილი ნამუშევარი ხელფასი არ გადაუხადა. ჩემი ჩარევის შემდეგ მათ ამ ხალხისთვის 1,45 მილიონი დოლარის გადახდა მოუხდათ.

© Nata Mamulashviliსაგაზეთო სტატია ნატა მამულაშვილის შესახებ
საგაზეთო სტატია ნატა მამულაშვილის შესახებ - Sputnik საქართველო
საგაზეთო სტატია ნატა მამულაშვილის შესახებ

– თქვენ ოჯახზე რას იტყვით?

— რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მყავს მეუღლე და ორი შვილი – მაია და მიხეილი. ჩემი ოჯახი — ჩემი დასაყრდენია. ოჯახის წევრები ყველაფერში მეხმარებიან. გადატვირთული სამუშაო დღის მერე ოჯახში თავს მშვიდად ვგრძნობ.

© FB / Nata Mamulashviliნატა მამულაშვილი მეუღლესთან ერთად
ნატა მამულაშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
ნატა მამულაშვილი მეუღლესთან ერთად

– ვიცი, რომ სტუდენტობის დროს ბაიკერობით იყავით გატაცებული…

— დიახ, გატაცებული ვიყავი ბაიკერობით და ეს უბრალოდ გართობა და ჰობი იყო. თავისუფალ დროს მოტოციკლით სიამოვნებით ვსეირნობდი.

– როგორ გახსენდებათ შორს დარჩენილი წლები და როდის იყავით სამშობლოში ბოლოს?

— ჩემი საუკეთესო წლები და მოგონებები საქართველოს უკავშირდება, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვიდე და მოვინახულო ჩემი ნაცნობ-მეგობრები, რომლებთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს. ბოლოს საქართველოს 10 წლის შემდეგ შარშან ვეწვიე. ძალიან მომეწონა თბილისი და სხვა რეგიონებიც, ბევრი რამ უკეთესობისკენაა შეცვლილი. ჩემ მეგობრებთან ერთად ვინახულე სხვადასხვა ადგილი. განსაკუთრებით მენატრება ქართული სამზარეულო და ქართველების გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულება. ხშირად ვიხსენებ მანდ გატარებულ დროს, ბავშვობას, მიუხედავად მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობისა, მეგობრებისა და ახლობლების წყალობით საქართველოდან გამყვა დიდი სითბო, რაც ამერიკაში მუდმივად მენატრება და მაკლია…

 

ყველა ახალი ამბავი
0