ვის ერგება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის სკამი - რბოლა დაიწყო

© AP Photo / Reinhold Huegerichკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლო
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფლებადაცვითი სფერო საქართველოში სერიოზული რეფორმების წინაშე დგას. ისევე, როგორც მთავრობაში, აქაც კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი.

თუ 7 დეკემბერს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ეწურება ვადა, 9 დეკემბერს პოსტს 8-წლიანი ბრძოლის შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც დატოვებს. ის 23 ნოემბერს ბრიუსელშია მიწვეული სპეციალური პრიზის მისაღებად ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის გამო.

ევროპის სასამარლო - Sputnik საქართველო
არასამთავრობოები გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ

ასოციაციაში დღეს 4 ათასზე მეტი ადვოკატია გაერთიანებული, თუმცა არჩევნებისას მათგან ნახევარზე ცოტა მეტი თუ აქტიურობს. 9 დეკემბერსვე გაიმართება ასოციაციის ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, მანამდე კი თამჯდომარეობის მსურველთა განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. დღეისათვის განაცხადი ოთხ კანდიდატს აქვს წარმოდგენილი, თუმცა გამორიცხული არაა, 24 ნოემბრამდე, როცა განაცხადების მიღება დასრულება, კიდევ ვიხილოთ ადვოკატურის პირველკაცობის მოსურნეთა განცხადებები. ამბობენ, რომ პოსტზე შესაძლოა, სახელისუფლებო გუნდმა მხარი ეკა ბესელიას მეგობარ ირმა ჭკადუას დაუჭიროს, თუმცა ჭკადუა ჯერჯერობით სხვადასხვა ჯგუფებთან მოლაპარაკებებს მართავს და ადგენს, რამდენად აქვს ამ ბრძოლაში გამარჯვების შანსი.
ასოციაციის თამჯდომარეობის ყველაზე რეალური კანდიდატი დავით ასათიანია, რომელსაც მოქმედი თავმჯდომარეც უჭერს მხარს. ის ოფიციალურად ადვოკატთა გაერთიანებულმა პროფკავშირებმა წარადგინეს პოსტზე და ამავე დროს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებიც“ უჭერენ მხარს, რომლის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს იურიდიულ წრეებში.
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ომბუდსმენი იუსტიციის მინისტრისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

პროდასავლურობითა და ამერიკული განათლებითაა გამორჩეული დავით ებრალიძე, რომელიც ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მოადგილე იყო 2012-2013 წლებში. ებრალიძეს სერიოზული დასავლური კავშირები და უფლებადაცვითი მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, თუმცა მის შანსებზე რთულია რაიმის თქმა. ასოციაციის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატია დავით ლანჩავა, რომელიც მთელს საქართველოში შეხვედრებს მართავს და რომელსაც, როგორც ამბობენ, ასევე სერიოზული ფინანსური მხარდამჭერები ჰყავს.
მსხვილ ბიზნესმენთა წრეებზეა ასევე გასული ადვოკატი ლევან ჯანაშია, რომელიც ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურომ წარადგინა ამ პოსტზე. კორძაძე გამოცდილი და ავტორიტეტული ადვოკატია, მისი კავშირები საქმიან წრეებთან უფრო მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლებიდან მოდის. ბეჟუაშვილების ფინანსურ დაჯგუფებასთან კონტაქტების შედეგად, მისი ბიურო საკმაოდ ფართო გავლენებს ფლობდა ასევე ფინანსურ წრეებში.
თუმცა ადვოკატთა უდიდესი ნაწილი დღეს ფინანსურად და მორალურად შეჭირვებულია და თავიანთი „ბობოლა“ თანამებრძოლების მიმართ დიდ სიმპატიებს არ გამოხატავენ. თუ ირმა ჭკადუაც ჩაერთო ამ ბრძოლაში, შესაძლოა, მეორე ტურის გამართვაც გახდეს საჭირო. წინა არჩევნებზე ხელისუფლების ფავორიტები ყოველთვის გამოკვეთილნი იყვნენ, მაგრამ ვერც სააკაშვილის დროს და ვერც ოცნების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხელისუფლებამ ადვოკატთა კორპუსის ხელმძღვანელობის არჩევნებზე გავლენის მოხდენა ვერ შესძლო. ვნახოთ, რა მოხდება 9 დეკემბერს.

ყველა ახალი ამბავი
0