არასამთავრობოები გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Stringerევროპის სასამარლო
ევროპის სასამარლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი კანდიდატი, რომელთაგან ერთერთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე უნდა გახდეს, არჩეულია არაობიექტურად პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის  კანდიდატების წარდგინების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით არის მიღებული, ნათქვამია 34 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“  ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ რამოდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სიაში ცვლილებები შეიტანა და იურისპრუდენციის პროფესორის ნანა მჭედლიძის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის,  სკანდალურად ცნობილი ევა გოცირიძის კანდიდატურა წარადგინა.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონკურსში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები, რაც აჩენს განცდას, რომ საჯარო კონკურსის მთლიანი პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა“,-ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია გოცირიძის კანდიდატურის თაობაზე განმარტებას მოითხოვს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  აღნიშნული  არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“  რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება. ამასთან, არჩეული კანდიდატები მათი პროფესიული კვალიფიციურობის გარდა, ასევე უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მატარებელი.

ოფიციალური მიზეზი, რომლის გამოც ნანა მჭედლიძე ევა გიცირიძემ შეცვალა, არის ის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  ექსპერტთა აზრით, ნანა მჭედლიძე, ვერ აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, მას არ გააჩნია ხანგრძლივი აკადემიური გამოცდილება და მართლმსაჯულების სისტემაში შესაბამისი გამოცდილება.

თუმცა ექსპერტთა აზრს სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მასამართლეთა ხუთიდან სამი კანდიდატის სია, რომელშიც ასევე შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსდანდრე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ჯერ კიდევ მაისში დაამტკიცა. ერთერთმა ამ კანდიდატთაგანმა უნდა შეცვალოს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია, რომლის უფლებამოსილება 2017 წლის იანვარში იწურება.

საქართველოს მთავრობამ კანდიდატთა სია უკვე წარუდგინა ევროპის საბჭოს, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთერთ მათგანს აირჩევს. ბარამიძის, ბადაშვილის, მჭედლიძისა და გოცირიძის გარდა თავდაპირველად განიხილებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის,  პრეზიდენტის ამჟამინდელი საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის კანდიდატურა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის  კანდიდატები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის  კანდიდატების  შესარჩევი  კომისიის წევრები იყვნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სს მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0