დავით ებრალიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრას აპირებს

© Sputnik / Alexander Imedashviliძეგლი ორთაჭალაში სანაპიროზე
ძეგლი ორთაჭალაში სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დეკემბერში აირჩევენ

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 2017 წლის დეკემბერში გაიმართება, როდესაც ზაზა ხატიაშვილის უფლებამოსილება ამოიწურება.

„თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ გადავჭრი რამდენიმე საკითხს, რათა ადვოკატის პროფესია სრულფასოვანი გახდეს და მართლმსაჯულებაში პრობლემები გადაიჭრას“, — განაცხადა ებრალიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ებრალიძის ერთ-ერთ იდეას წარმოადგენს იურისტთა სავალდებულო სერტიფიცირების დაწესება და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელწოდების შეცვლა და ახლის მინიჭება — „პროფესიონალ იურისტთა ასოციაცია“.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის პოსტზე ებრალიძის კონკურენტი იქნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი, რომლის კანდიდატურა სამმა მსხვილმა გაერთიანებამ წამოაყენა — „საადვოკატო ბიუროების გაერთიანებამ“, „ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა“ და „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ“.

ებრალიძე 2005 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. 2006 წელს მან საკუთარი იურიდიული კომპანია „ებრალიძე და კომპანია“ დააარსა.

2012-2013 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ხოლო 2015-2016 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.


ყველა ახალი ამბავი
0