რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს?

© REUTERS / Gleb Garanichმიხეილ სააკაშვილი კიევში
მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს დილიდან უკრაინის დედაქალაქში დრამატულად ვითარდება მოვლენები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონაწილეობით...

როგორც ჩანს, უკრაინაში უფრო მკაცრი კლიმატია და ვარდების რევოლუცია იმ უბრალო მიზეზით ვერ შედგება, რომ იქ დეკემბერში ძალიან ცივა და ვარდები იყინება. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოღვაწეობა ჯერჯერობით სახლის სახურავზე, უკრაინელი ბიზნესმენისგან ნახევარი მილიონი დოლარის მიღების ბრალდებით აღნიშნა 5 დეკემბერს. თუმცა სახურავიდან ჩამოყვანილ მიხეილ სააკაშვილს ხუთი საათიც კი არ გაუტარებია დაკავებულს და ის ისევ მაიდანზეა და ხალხი პარლამენტისკენ მიჰყავს. როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, გაგრძელდება თუ არა ისევ კონფლიქტი მშვიდ, ყოველდღიური აქციების ფაზაში, რას აპირებს უკრაინის ხელისუფლება და რამდენად აქვს მას ძალა, დააკავოს სააკაშვილი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინათ ჯერ უკრაინის საზღვარი გადალახა, ახლა კი ხელბორკილები მოიშორა და პოლიციის მანქანიდან ფენიქსივით აღმდგარი მოევლინა ქვეყანას?

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის აზრით, უკრაინაში მის „დაპატიმრებასა და ნეიტრალიზებას" გეგმავენ

ამ მოვლენების შემხედვარე, შეუძლებელია არ გაგახსენდეს 2007 წლის 7 ნოემბერი და ამ მოვლენასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ერთობლივი ფილმი, როგორ ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას ბადრი პატარკაციშვილი და ტელეკომპანია „იმედი“. გავა ათ წელზე ცოტა მეტი და საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაახლოებით იგივე ბრალდებით კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, კიევში დააკავებენ. 

მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავზე - Sputnik საქართველო
სააკაშვილი სახურავზე: როგორ იმუქრებოდა გადმოხტომით ექს-პრეზიდენტი და ყოფილი გუბერნატორი

კიდევ ერთი პარალელი 1991 წლის დეკემბერია. მძიმე დეკემბერი, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თბილისიდან შეიარაღებულმა რაზმებმა გააძევეს. ეს განწირული სულისკვეთება კი ბოლოს მისი ფიზიკური განადგურებით დასრულდა ისე, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, პირველი პრეზიდენტი მოკვდა თუ მოკლეს.

პოლიტიკას აქვს თავისი ლოგიკა, პოლიტიკას ჰყავს თავის დამკვეთები და პოლიტიკაში, როგორც ჩანს, ქუჩის აქციებით ხელისუფლებაში მოსვლის დრო ამოიწურა. უკრაინაში პოლიტიკოსების დაკავება არავის უკვირს. დიდი ხანი არაა, რაც იულია ტიმოშენკო ციხიდან გაათავისუფლეს. სამწუხარო ისაა მხოლოდ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოვლენები ისევ დრამატულად ვითარდება და არა ევროპულად, სადაც ლეხ ვალენსასა და ვაცლავ ჰაველს შეეძლოთ ეცხოვრათ გადამდგარი პრეზიდენტების სტატუსით და ყოფილიყვნენ მსოფლიოში ძალიან დაფასებული ადამიანები, ეკითხათ ლექციები ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის. 

მამუკა არეშიძე - Sputnik საქართველო
მამუკა არეშიძე: სააკაშვილის დაკავება უკრაინის ხელისუფლების შეცდომა იყო

მიხეილ სააკაშვილს იმავე ქმედებაში ედება ბრალი, რაშიც ის ოპოზიციას საქართველოში ხშირად ადანაშაულებდა — ხელისუფლების დამხობა. ის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით დააკავეს, რაც უკრაინის ხელისუფლების დამხობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას. უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ისინი სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვენ და არა დეპორტაციას ან საქართველოსათვის გადაცემას. არადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავადაც უყვარს ხოლმე სიტუაციის დრამატიზება. 

სავარაუდოა, რომ სააკაშვილის რამდენიმესაათიან დაკავებას მალევე მოჰყვება გამოხმაურება როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ წრეებში. ბუნებრივია, მას ჰყავს როგორც მხარდამჭერები, ასევე მოწინააღმდეგეები. თუმცა, თუ უკრაინის ხელისუფლებისგან დევნილი ბიზნესმენისგან ნახევარი მილიონი დოლარის აღების ფაქტი დამაჯერებელი მტკიცებულებებით გამყარდა, დასავლეთს გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა და პოროშენკომ ამაზე თვალი უნდა დახუჭოს. 

საქართველოს ხელისუფლებამ კი უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მათ სააკაშვილის ექსტრადიცია და ქვეყანაში ზედმეტი პრობლემების შექმნა არ სურთ. საკმარისია გავიხსენოთ რუს პრანკერებთან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის საუბრის ჩანაწერი. 

სააკაშვილის მომხრეები კიევში პოლიციას ეწინააღმდეგებიან - Sputnik საქართველო
სააკაშვილი დააკავეს – რეაქცია საქართველოში

მხარდამჭერთა რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ახალ წელს უკრაინა ახალ რეალობაში შეხვდება. არც ისაა მოსალოდნელი, სააკაშვილი შეხვდეს ახალ წელს შინაპატიმრობაში და ისიც იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფლება მისი დასავლელი მეგობრების განაწყენებას და რადიკალურ ზომებს მოერიდება. სატელევიზიო–პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გრძელდება. ვნახოთ, რით დასრულდება სააკაშვილის მცდელობა, მოვიდეს უკრაინის ხელისუფლების სათავეში და გაიმეოროს 2004 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები. ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, სააკაშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს თუ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას რეალური მხარდამჭერები ჰყავს რეალურ პოლიტიკურ წრეებში. 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!


ყველა ახალი ამბავი
0