მამუკა არეშიძე: მიხეილ სააკაშვილს დასავლეთში მხარდამჭერები მაინც ჰყავს

© REUTERS / Oleh Tereshchenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა არეშიძე სააკაშვილის დაკავებას უკრაინის ხელისუფლების შეცდომად აფასებს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. უკრაინაში დაკავებული საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება გამორიცხული არ არის, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

სააკაშვილი კიევში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს ხმაურიანი აქციის ფონზე, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. მიკროავტობუსი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, მისი მომხრეების მიერ იყო ბლოკირებული. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პოლიტიკოსის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს და ამ მომენტში ის ევროპის მოედანზე მიტინგს ატარებს.

მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავზე - Sputnik საქართველო
ლუცენკო შინაპატიმრობას მოითხოვს, მიშა კი უკვე თავისუფალია: პირდაპირი ეთერი

„საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამშობლოში ექსტრადირება მოსალოდნელია, რადგან შესაბამისი მოთხოვნა ქართული მხრიდან არსებობს, მაგრამ მგონია, რომ წამებულის მანტიაში მყოფი სააკაშვილი სახიფათოა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებისთვის… თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას დასავლეთში სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს, შეიძლება საქმე აქამდე არ მივიდეს", — აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძე სააკაშვილის დაკავებას უკრაინის ხელისუფლების შეცდომად აფასებს. ექსპერტს მიაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლებას სიტუაცია ამ კონდენციამდე არ უნდა მიეყვანა, რადგან სააკაშვილი ციხეში უფრო სახიფათოა, ვიდრე გარეთ.

„მიხეილ სააკაშვილს ადრე 2%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ასეთი ფორმით დაკავების შემდეგ კი ის ბევრად გაეზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მან „გადმოვხტები-არგადმოვხტების" მოტივებზე რაღაც სპექტაკლი გაითამაშა, მაინც ვთვლი, რომ მისი დაკავება უკრაინის ხელისუფლების შეცდომა იყო. შეეძლოთ უბრალოდ გაეძევებინათ ქვეყნიდან", — აღნიშნა ექსპერტმა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის საქმის სასამართლო პროცესზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის შიდა პატიმრობის მოთხოვნას აპირებს. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსი: სააკაშვილის ირგვლივ მოვლენებს წინასწარ ვერასდროს გათვლი
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალი წარედგინება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. თუმცა, 2016 წელს გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალები" (Рух новых сил) დააარსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა. თავიდან ის აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მოგვიანებით კი კიევში გადავიდა საცხოვრებლად და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. შესაბამისად, მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0