რისი გაკეთება მოასწრო ხუთ წელიწადში უჩა ნანუაშვილმა

© photo: Ombudsman / FBსახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქმედი ომბუდსმენის უფლებამოსილება 1 დეკემბერს იწურება, ამასთან დაკავშირებით მან გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარადგინა.

თბილისი, 27 ноя — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც თანამდებობას 1 დეკემბერს დატოვებს, დეპუტატებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2012-2017 წლებში საკუთარი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

საქართველოს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა წარადგეინა. ლომჯარიას კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში ის საქართველოში მეორე ომბუსდმენი ქალი გახდება. 2000-2003 წლებში საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი იყო.

ანგარიშში ნანუაშვილმა განაცხადა, რომ საანგარიში პერიოდში ორჯერ გაიზარდა სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა. თუ 2012 წელს შემოვიდა 4 291 განცხადება, 2016 წელს — 8 827 განცხადება, ხოლო 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით შემოსულია 7697 განცხადება.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს-მ სახალხო დამცველი არაობიექტურობაში დაადანაშაულა

„მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის ნოემბრიდან სახალხო დამცველის აპარატში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც 2017 წელს 4801 ზარი დაფიქსირდა, 2015-2017 წლებში კი  — 7625 ზარი. ზარები შემოსულია როგორც საქართველოს რეგიონებიდან, დიდი ქალაქებიდან, ასევე პენიტენციური დაწესებულებებიდან“, — აღნიშნულია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და კერძო (ფიზიკური და იურიდიული) პირების მიმართ, 2017 წელს 107 რეკომენდაცია და წინადადება გასცა. 2012-2017 წლებში სულ 657 რეკომენდაცია გაიგზავნა.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ომბუდსმენმა მოამზადა 74 სპეციალური ანგარიში, 14 საკანონმდებლო წინადადება, 35 კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები და შენიშვნები და სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) 28 მოსაზრება.

საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონული ოფისების გაძლიერებას. საანგარიშო პერიოდში გაიხსნა სამი ახალი ოფისი: თელავში 2014 წელს, ოზურგეთში 2015 წელს და მესტიაში 2017 წელს.

მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
შრომის უსაფრთხოება საქართველოში: სახალხო დამცველმა საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ამ დროისთვის ფუნქციონირებს 9 რეგიონული ოფისი, სადაც  4 940 მოქალაქეს გაეწია კონსულტაცია. ამასთან, საქართველოს რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით აპარატის თანამშრომლებმა 106 ვიზიტი განახორციელეს.

სახალხო დამცველმა 2014 წლიდან დაიწყო ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების პროცესის მონიტორინგი. 2014-2017 წლებში ომბუდსმენმა 247 მოქალაქის დაბრუნების მონიტორინგი განახორციელა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს ადამიანის უფლებადაცვით ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, რომელმაც 2017 წელს, მონიტორინგის მიზნით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა ქაბულში, ავღანეთში“, — აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.

სახალხო დამცველს ხუთი წლით ირჩევენ. ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია ფრაქციას ან ექვსკაციან დეპუტატთა ჯგუფს. გამარჯვებისთვის კანდიდატმა პარლამენტში სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს სულ ექვსი სახალხო დამცველი ჰყავდა: დავიდ სალარიძე, ნანა დევდარიანი, თემურ ლომსაძე, სოზარ სუბარი, გიორგი ტუღუში და უჩა ნანუაშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0