საქართველოს შსს-მ სახალხო დამცველი არაობიექტურობაში დაადანაშაულა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ ომბუდსმენის კრიტიკის კომენტარისას დაუსაბუთებელი ბრალდებების, ერთპიროვნული შეფასებებისა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის შესახებ განაცხადა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უწყების წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.

ნანუაშვილმა საქართველოს შსს დაადანაშაულა იმაში, რომ ის ოპერატიულად არ თანამშრომლობს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებთან და დაბრკოლებებს ქმნის დაკავებულებთან დაუყოვნებლივ შეხვედრის მოთხოვნის შემთხვევაში. ასეთი განცხადება ნანუაშვილმა 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან განვითარებული მოვლენების შემდეგ გააკეთა, როდესაც აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
პროკურატურა გამოარკვევს, ემუქრებოდნენ თუ არა ცესკოს თანამშრომელს

„გვსურს გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის მხრიდან ბოლო პერიოდში საქართველოს პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. შსს-მ უკვე გაავრცელა განცხადება თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი განმარტებით, რომელიც პოლიციის ქმედების კანონიერებას ადასტურებდა", — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაკავებულებთან შეხვედრის პრობლემა არასდროს ჰქონიათ, მათ შორის არც 10 ოქტომბერს, როდესაც, „ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით“, მათ დაკავებულებთან შეხვედრის საშუალება პირველივე ფიზიკური შესაძლებლობის შექმნისთანავე მიეცათ.

„ამდენად, გაკვირვებას გამოვთქვამთ სახალხო დამცველის მხრიდან აღნიშნული ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით", — აღნიშნულია განცხადებაში.

შს სამინისტრო დიდ პატივს სცემს სახალხო დამცველის ინსტიტუტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში უკლებლივ ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა, მიუხედავად მისი პროფესიისა თუ სხვა სახის კუთვნილებისა.

„ამდენად, გამოვხატავთ შეშფოთებას, ვინაიდან სახალხო დამცველის მიერ პერიოდულად გაჟღერებული, დაუსაბუთებელი ბრალდებები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამართალდამცველი ორგანოს — შსს-ს მიმართ, რამაც ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამ უწყების დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტს", — ნათქვამია განცხადებაში.

ქუჩები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველმა ხელისუფლებას საშიში სათამაშოების გამო ზომების მიღებისკენ მოუწოდა

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველს მართებს მიუკერძოებლად შეასრულოს თავისი ფუნქციები და  გააცნობიეროს სახელმწიფო ორგანოებსა და ომბუდსმენის ინსტიტუტს შორის ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელობა.

„სახალხო დამცველს მართებს, მიუკერძოებლად შეასრულოს კონსტიტუციური ორგანოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები. მას, როგორც ომბუდსმენთა საერთაშორისო გლობალური გაერთიანების წევრს, ჯეროვნად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ომბუდსმენის ინსტიტუტსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელობა და მოქმედებდეს ობიექტურად, კრიტიკული დამკვირვებლის პოზიციიდან, მიმართავდეს ყველა ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტებით. ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ერთპიროვნული შეფასებებით, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანითა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის თვითდისკრედიტაციით", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის მხრიდან პოლიციის სისტემაში დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდაზე საუბარი დაუსაბუთებელი და ზედაპირულია, რომელიც არ ასახავს ობიექტურ ჭეშმარიტებას.

ოპოზიციის აქცია საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
ყვირილი და შეხლა-შემოხლა: ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

„როდესაც სახალხო დამცველი პოლიციას ადანაშაულებს სისასტიკესა და ძალის გადამეტებაში მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მონათხრობის საფუძველზე, მით უფრო იმ დროს, როცა აღნიშნული პირი მისი მეუღლის ნათესავი და მის ოჯახთან დაახლოებულია, იყენებს სახალხო დამცველის მანდატს ყაჩაღობაში ბრალდებული ნათესავის გასამართლებლად, ვფიქრობთ, დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს", — აცხადებენ შსს-ში.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველს არასდროს დაუცავს თავად პოლიციელთა უფლებები და არ გამოუთქვამს პროტესტი ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულთა მხრიდან პოლიციის მიმართ გამოხატულ ძალადობასა თუ ცილისწამებაზე.

„ამგვარი, სახალხო დამცველის ინსტიტუტისათვის შეუფერებელი მიდგომები, საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და ქმნის წინაპირობას დანაშაულის წახალისებისთვის", — აღნიშნულია განცხადებაში.

მშვიდობის პარკი თბილისში - Sputnik საქართველო
ომბუდსმენმა წარმოადგინა ანგარიში 2016 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ

ამასთან, საქართველოს შსს-ში აცხადებენ, რომ ნებისმიერი გადაცდომის გამოვლენა და მასზე ადეკვატური რეაგირება უწინარესად სწორედ შსს-ს ინტერესს წარმოადგენს.

"საქართველოს შსს არასდროს გაურბის ობიექტურ კრიტიკას და მოწოდებულია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით, სახალხო დამცველის ოფისთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, დასავლური სტანდარტების, ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0