პროკურატურა გამოარკვევს, ემუქრებოდნენ თუ არა ცესკოს თანამშრომელს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი სამველ პეტროსიანი ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პროკურატურას ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ მუქარის საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა.

მუქარის შესახებ გუშინ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, რომელიც გამგებლის რწმუნებულია, სიცოცხლის მოსპობით, ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და სახლის დაწვით დაემუქრნენ.

"საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის", — განაცხადა მიქელაძემ.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები: დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია

მიქელაძის თქმით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი მუქარა მარანგოზიანის მიმართ უკვე არაერთგზის განხორციელდა. გარდა ამისა, იმავე დღეს სამველ პეტროსიანმა ქუჩაში მიმავალ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს პაატა ფანჯიკიძეს მოპირდაპირე მხრიდან გაუჩერა მანქანა და მოსთხოვა ახსნა-განმარტებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

"ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედებების განხორციელებისგან", — განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

სამველ პეტროსიანი სხვადასხვა დროს იყო ახალქალაქში სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი, საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შსს-ს თანამშრომელი და პარლამენტის დეპუტატი.

ყველა ახალი ამბავი
0