ქართველ მეფეთა უცნაური და უცნობი თიკუნები

© photo: Sputnik / Evgenyi Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიხელნაწერი
ხელნაწერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ყველას მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მეფეებს ხალხი თუ მემატიანეები განსაკუთრებული თიკუნებით, ანუ მეტსახელებით აჯილდოებდნენ. ასე შემორჩენ ისტორიას რიჩარდ ლომგული, პიპინ მოკლე, კარლოს მელოტი, ფილიპე ლამაზი და ბევრი სხვა.

უცხო ქვეყნის მონარქებს სხვებმა მიხედონ, ჩვენ კი გავიხსენოთ ქართველი ხელისუფალნი, რომლებიც ისტორიამ მეტსახელებით შემოგვინახა.

თიკუნი, როგორც წესი, მრავლისმეტყველია, მატარებლის ფიზიკურ გარეგნობაზე ან ზნე-ჩვეულებებისკენ მიგვანიშნებს. მაგალითისთვის ავიღოთ საქართველოს უკანასკნელი მონარქი გიორგი XII, რომელსაც ხალხმა „ზაქიჭამია“ შეარქვა არა იმიტომ, რომ ერთ ჭამაზე ზაქს წირვას უყვანდა, უბრალოდ მის მუცელღმერთობას გაუსვა ხაზი. ისტორიკოს ბონდო კუპატაძეს გულდასმით შეუსწავლია ეს ფენომენი და გამოურკვევია, რომ ოცამდე ქართველ მეფეს ხალხმა ან მემატიანემ ზედმეტი სახელი მოუგონა. „დიდი“ —ს წოდება მხოლოდ ექვს მონარქს ერგო:- ბაგრატ III , დავით  III , ბაგრატ  V, ალექსანდრე  I, სვიმონ ქართლის მეფესა და  იმერეთის მეფე სოლომონს. ეს მათი საქმიანობის შეფასებითი თიკუნია. ქართლის მეფე ფარსმანს, გარდა იმისა, რომ „ქველი“ ეწოდა, პირველად მისი მისამართით იხმარეს ცნობილი გამოთქმა —„უშიშო, ვითარცა უხორცო“…  მეფე რევი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც არმაზის კერპისთვის ბავშვების მსხვერპლად შეწირვა აკრძალა და ზვარაკი ცხვარ-ძროხით ჩაანაცვლა. ყველა ეპოქაში რთული და სარისკო საქმე იყო სასულიერო წოდებასთან დაპირისპირება, მაგრამ რევი არ შეეპუა, თავისი გაიტანა და ხალხმაც რევ მართალი უწოდა.

ტამპლიერების ბეჭდის რეპროდუქცია პრაღაში გამართულ გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გიორგი ბრწყინვალე და ტამპლიერთა ძლევამოსილი ორდენი

ვახტანგ გორგასლის ნამდვილი სახელი სპარსული გახლდათ ვა-რან ხ-ოსრო თანგი, ქართველებმა შეამოკლეს და მიიღეს ვახტანგი. რაც შეეხება „გორგასალს“-ასევე სპარსულად მგლის თავს ნიშნავს. ვახტანგის მუზარადზე მგელი  იყო გამოსახული, ფიზიკურად მძლავრ მეფეს რომ მორიდებოდნენ, ბრძოლისას სპარსნი ერთმანეთს გასძახოდნენ, მგლისთავიანს ერიდეთო. ვახტანგ მეფის სიმაღლე, ისტორიკოსთა ვარაუდით, ორ მეტრს აჭარბებდა, ამიტომ, ისედაც ჩინებული მეომარი შიშის ზარს სცემდა მტერს. რადგან სიმაღლეზე ჩამოვარდა საუბარი ათეული საუკუნით აქეთ გადმოვხტები და ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეზეც მოგახსენებთ. ხალხმა მას „პატარა კახი“ უწოდა, ზოგი ვერსიით, ტანმორჩილობის გამო, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე არ უნდა იყოს. „პატარა“ შესაძლოა ასაკსაც გულისხმობდეს, რადგან ერეკლე ძალიან ახალგაზრდა აღზევდა სამეფო ტახტზე. ამასთან, მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო. 1982-1983 წლებში გიგა ლორთქიფანიძემ გადაიღო ფილმი „წიგნი ფიცისა“, იქ ერეკლე მეფის როლს ასრულებდა თენგიზ არჩვაძე. თელავში გადაღებისას, მუზეუმიდან გამოიტანეს ერეკლეს ხალათი, რომ მსგავსი შეეკერათ. ბატონმა თენგიზმა ეს ხალათი რომ მოიზომა, გვარიანად დიდი აღმოაჩნდა?!…  კახეთში ერეკლე მეფეს დღემდე „ბატონიშვილად“ მოიხსენიებენ, ასევე ჰქვია ბევრ ადგილს, სასახლესა და იქვე მოწანწკარე წყაროსაც „ბატონიშვილის წყაროს“ ეძახიან.

ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი - Sputnik საქართველო
დიდი ჯანიშინი, პოეტი, მეცნიერი, ასტრონომი, ქიმიკოსი და ქართლის დიდი მეფე ვახტანგ VI

ნამდვილად ტანმორჩილის ეპითეტი კი სულ სხვა  მეფეს ერგო „პატივად“, ეს გახლდათ არაფრით გამორჩეული გიორგი მეოთხე, რომლის თიკუნიც გახლავთ — „გოჩია“.

„წამებულის“ სახელით მოიხსენიებიან  არჩილი, დემეტრე, ქეთევან და ლუარსაბი. დემეტრეს დამატებით „თავდადებულიც“ უწოდეს. ქართლის ცხოვრების მიხედვით, დემეტრეს „უწესო ქორწინების“ გამო (უკვე დაქორწინებული იძულებული გახდა მონღოლი ქალი შეერთო) სასულიერო პირები მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ როცა ახალგაზრდა მეფემ მთიულეთში დამალვის ნაცვლად ყაენთან წასვლა გადაწყვიტა, აბრაამ კათოლიკოსმა ასეთი რამ თქვა: „ჩუენ ყოველნი, ეპისკოპოსნი, ვიტჳრთავთ ცოდვათა შენთა“. დემეტრეს მსგავსად, მხოლოდ დავით მეფეს ეწოდა „აღმაშენებელი“, მისი სახელი („დავითიანი“) შერჩა დროშასაც, ხოლო მეფეს, რომელმაც „ვითარცა აღმაშენებელმან აღაშენა ქვეყანა“,  — ნიშნად დიდი პატივისა, გიორგი V ბრწყინვალე უწოდეს.

ტფილისადან თბილისამდე, ძველი უბანი. ფოტოკოლაჟი - Sputnik საქართველო
„ყოვლითურთ მამის დავითის მსგავსი“ დემეტრე მეფე და მისი უკვდავი „შენ ხარ ვენახი“

ჩამოთვლილთა გარდა გვყავდა სხვებიც, გიორგი „გოჩიას“ მსგავსნი, არაფრით გამორჩეულები, რომელთაც თიკუნის გამო თუ მოიხსენიებენ ისტორიაში — ავ გიორგი, დავით I უმიწაწყლო (ტახტი უკანონოდ დაიკავა და ამიტომ შეარქვეს უმიწაწყლო), ბაგრატ IV უსინათლო, და ბაგრატ II რეგვენი. აქ ერთი შენიშვნა უნდა გავაკეთო, სიტყვა  „რეგვენი“ დღეს უარყოფით ეპითეტად გვევლინება, ხოლო ძველქართულში მხნეს და მამაცს ეძახდნენ.

ჩამონათვალი, რომელიც დღეს შემოგთავაზეთ, როგორც  ვთქვი, არ არის სრული, ბევრი ქართველი მეფის შესახებ ძალიან მწირი ცნობები შემოგვინახა ისტორიამ. ამ საქმეს მე ვერაფერს ვუშველი, მაგრამ ვეცდები არსებული მასალები მოვიძიო და მომავალში მათ შესახებ გიამბოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0