საქართველოს საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaთეიმურაზ კუპატაძე (ცენტრში)
თეიმურაზ კუპატაძე (ცენტრში) - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას შს მინისტრმა აღნიშნა, რომ სამსახურს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

გახარია შსს–ს სათავეში გასულ კვირას, საქართველოს პრემიერის მიერ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ჩაუდგა. ამ თანამდებობაზე მან გიორგი მღებრიშვილი ჩაანაცვლა. შსს–ს საპატრულო პოლიციას კუპატაძის დანიშვნამდე ალექსანდრე ხვადაგიანი ხელმძღვანელობდა.

პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
ახალი ცოცხი კარგად გვის: საკადრო ცვლილებები შსს-ში

„მინდა, წარმოგიდგინოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი — თეიმურაზ კუპატაძე, ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენი რიგებიდან არის. დარწმუნებული ვარ, იგი, თქვენთან ერთად, ღირსეულად გაართმევს თავს იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას“, — განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

მინისტრი სამომავლო გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია შსს–ს სახეა და ამასთან დაკავშირებით „ძალინ სერიოზული გარდაქმნები“ დააანონსა.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე — ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახე, მაგრამ ეს სახე უნდა იყოს თანამედროვე, რეფორმებზე და რა თქმა უნდა, პრევენციაზე ორიენტირებული. ჩვენ, თქვენთან ერთად, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ძალიან სერიოზული გარდაქმნები გველის, რათა გავხდეთ კიდევ უფრო ეფექტიანები. იმედი მაქვს, რომ ამ მიზანს უმოკლეს ვადებში მივაღწევთ“, — დასძინა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოიცა კანონი უკონტაქტო პატრულირების შესახებ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალმა დირექტორმა მინისტრს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და განაცხადა, რომ მზადაა, კოლეგებთან ერთად ქვეყანას ემსახუროს.

„ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ჩვენს მოსახლეობაში ნდობისა და პატივისცემის დამსახურება. ამავე დროს, მე გვერდით დავუდგები თითოეულ პოლიციელს, როდესაც საქმე მის ღირსებას ეხება და მზად ვარ, დავიცვა მათი უფლებები“, – განაცხადა კუპატაძემ.

მთავარი პატრულის კარიერა

კუპატაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. მას საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13–წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა პატრულ-ინსპექტორად, იყო სამმართველოს ათეულის მეთაური.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
შსს-ს ახალმა მინისტრმა მოადგილეები დანიშნა

კუპატაძე ასევე იყო შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი. 

2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0